x
image
alex999
ისტორიული ჩანაწერები: 10 ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურება!

დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლისაა. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, თუმცა რა თქმა უნდა, კაცობრიობას უმეტესი ნაწილი გამორჩა. ეს უფრო იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დამანგრეველი კატასტროფები ხდებოდა დედამიწაზე. თუმცა უამრავი ბუნებრივი სტიქიის მომსწრენიც გავხდით. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს:


image









10. მეწყერი

image


1920 წლის 16 დეკემბერს, ჩინეთში კანსუს რეგიონში 8.5 ბ-იანი მიწისძვრა მოხდა. ამ რეგიონში 300 წელზე მეტია, რაც მიწისძვრა არ შეინიშნებოდა, თუმცა საუბედუროდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხდენილი ბუნებრივი კატასტროფას მეწყერი მოჰყვა, რის შედეგადაც 200 000 ადგილობრივი დაიღუპა.






9. ქარიშხალი

image


უეჭველია, რომ 1970 წელი ბანგლადეშისთვის დაუვიწყარი იქნება მუდამ. ქარიშხალმა ბოლამ 6 დღის განმავლობაში გაანადგურა ბანგლადეშის სოფლები. სტიქიურ უბედურებას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწეირა, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ბოლამ გადაიარა, სახლების 85% განადგურებული იყო.






8. ქარბუქი

image


ირანის ისტორიაში და ასევე მსოფლიო ისტორიაში დაუვიწყარი სტიქიური უბედურება მოხდა. ქვეყანას თავდა დაატყდა ქარბუქი(ძლიერი ქარის მიერ თოვლის გადატანა ნიადაგის ზედაპირიდან ან თოვლის საბურველიდან.) თოვლის ისმაღლე 8 მეტრს აღემატებოდა, ხოლო ამ სტიქიურ უბედურებას 4000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, 200 სოფელი მთლიანად განადგურდა.







7. ცუნამი


image


2004 წელს, ინდოეთის ოკეანეში მდებარე სუმატრას კუნძულზე 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამ მიწისძვრამ გამოიწვია დიდტალღოვანი ცუნამი, რომლის შედეგადაც ინდონეზიაში 230 000 ადამიანი დაიღუპა. 30 მეტრიან ტალღებმა 2 მილიონი მოსახლე უსახლკაროდ დატოვა, თუმა ეს არ ყოფილა ყველაზე დიდი ცუნამი ისტორიაში, რადგან მეგაცუნამი დაფიქსირებულია ალასკაში(კანადა-აშშ), სადაც ტალღების სიმაღლე 524 მეტრს აღწევდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეგაცუნამის ალასკაში მხოლოდ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.






6. ზვავი

image


ისტორიაში შესული ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ზვავის სახით დაფიქსირებულია პერუში. 1970 წლის 31 მაისს, პერუში ზვავის შედეგადად 20 000 ადამიანი დაიღუპა.






5. ხანძარი

image


1871 წელს, ჩიკაგოში მომხდარ ხანძარს 1500 -მდე ადამიანი შეეწირა. უფრო მეტი სიკვდილიანობა დაფიქსირებულია 1863 წელს ჩილეში. ეკლესიაში განვითარებულ ხანძარს 2500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.






4. ტორნადო

image


ბანგლადეშს რა ცოდვა აქვს ასეთი არავინ იცის, მთელ რიგ ბუნებრივ კატასტროფებს ეს ქვეყანა მასპინძლობს. 1989 წლის 26 აპრილს, ტორნადოს შედეგად, დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 80 000 -ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. 1925 წელს ინდიანაში(აშშ) მომხდარ ტორნადოს 700 -მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.






3. მიწისძვრა

image


ერთ-ერთი ყველაზე საშიში სტიქიური უბედურება, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შენიშნულა. ისტორიაში შესული ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1556 წელს მოხდა. ჩინეთში 8 ბალიან მიწისძვრას 830 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კატასტოფის რეგიონში დასახლებული ადამიანთა 60% დაიღუპა.






2. ვულკანი

image


მსოფლიო ისტორიაში უამრავი ვულკანის ამოფრქვევაა დაფიქსირებული. თუმცა ყველაზე დამანგრეველი ინდონეზიაში მოხდა, XIX საუნუკუნის კატასტროფად ცნობილ ვულკანურ ამოფრქვევას 90 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.






1. წყალდიდობა

image


1931 წელს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა განხორციელდა. 87 ათასი კვადრატული მეტრი ამ წყალდიდობის შედეგად მთლიანად განადგურდა. ცენტრალურ ჩინეთსი მომხდარ ამ საშინელ წყალდიდობას 3, 7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 80 მილიონი უსახლკაროდ დარჩა.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ქალიშვილმა მიატოვა, მაგრამ საბედნიეროდ წლების შემდეგ მხსნელად ჟურნალისტი მოევლინა...

image





მილიონერი რონალდინიო გაუჩოს მდიდრული ცხოვრება - ეს მას ეკუთვნის

image





გოგონა გაყინულ მდგომარეობაში იპოვეს... რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია!

image





ისინი მომავლიდან დაბრუნდნენ - 5 მამაკაცი, რომელმაც დროში იმოგზაურა (მტკიცებულებებით)

image





11 შოკისმომგვრელი სიმართლე, საუდის არაბეთის ქალების შესახებ...

image



0
1603
2-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0