საზოგადოება
წინა სააღდგომოდ ,,ყაზტრანსგაზი'' მოსახლეობას აფრთხილებს
2019, 25 აპრილი, 15:39
წინა სააღდგომოდ “ყაზტრანსგაზ თბილისი'', მოსახლეობას აფრთხილებს: “მომხარებლებს რომლებიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზ-დანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.''როგორც “ყაზტრანსგაზ თბილისში'' აცხადებენ, ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ საცხოვრებელ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევები.