x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მასთან მუშაობა ჯოჯოხეთია"-კუბელ მსახიობს, მარიო ჩიმაროს კოლეგები ემდურიან
image
კუბელ
მსახიობს მარიო ჩიმაროს ერთი თვის წინ ამერიკულმა ესპანურენოვანმა სატელევიზიო კორპორაციამ telemundo- 10 წლით დაადო ვეტო , როგორც თვითონ მარიო ჩიმარომ აღნიშნა სოციალურ ქსელში, იგი დასაჯეს იმიტომ, რომ telemundo-ს მოთხოვა ფული, რომელსაც ერთ-ერთ მის კოლეგას "უტეხავდნენ".


"telemundo-მ 10 წლით მხოლოდ იმიტომ დამბლოკა, რომ გავბედე, ავიღე ყურმილი, დავურეკე ხელძღვანელობას და მოვთხოვე ფული, რომელსაც ერთ-ერთ ჩემს კოლეგას "შეაწერეს"

ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც ისინი რომელიმე მორიგ საპნის ოპერას იღებენ, არტისტთა ჯგუფის შედარებით სუსტ მსახიობებისგან ხელფასის ნაწილს თვითონ იჯიბავენ, როდესაც ეს შევიტყვე გავოგნდი, ვერ დავიჯერე".-აღნიშნა მარიო ჩიმარომ,


ამჟამად მარიო ჩიმარო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად საწინააღმდეგო სიტუაციაში, რადგან სატელევიზიო შოუ La Red-ში ყოფილი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მასთან მუშაობა გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.


კოლუმბიელი მსახიობი გარი გეიტნერი, რომელიც 2008 წელს მარიო ჩიმაროსთან ერთად თამაშობდა სერიალში "ღალატი"(La Traición), აღნიშნა, რომ მასთან მუშაობა იყო აუტანელი, რომელიც სიტუაციას არ ექვემდებარებოდა, " ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი".

იგივე აღნიშნა მექსიკელმა მსახიობმა ნინელ კონდემაც, რომ ჩიმარო იყო ძალზე უხეში და ძნელი იყო მასთან მუშაობა.


image



შეგახსენებთ, ქართველმა მაყურებელმა კუბელი მსახიობი მარიო ჩიმარო 2000-იანი წლების პირველ ნახევარში გაიცნო სერიალებით:"ველური კატა"(2002)"ფარული ვნება"(2003) და "მეორე სიცოცხლე"(2005)

0
1064
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0