x
image
ეკა ლაცკა
საქართველოში შესაძლოა შაურმა აიკრძალოს
გსმენიათ რამე დონერ-ქაბაბის შესახებ? ის ევროპაში ყველაზე პოპულარული ფასთფუდია თუმცა გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო ევროპა მის შესაძლო აკრძალვაზე ალაპარაკდა.

ყურად საღები ინფორმაცია, არც მეტი არც ნაკლები, თავად ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

საფრთხეს კი იმაში ხედავენ, რომ დონერ-ქაბაბის ხორცში ფოსფატების განსაკუთრებულად დიდი შემცველობაა.

დღევანდელი მდგომარეობით მოქმედ ევროკავშირის კანონმდებლობაში გაყინულ ხორცში ფოსფატების დონის ზღვრული ნორმა ნიშნული არ არის, თუმცა ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ამ საკითხის კონკრეტირება და რეგულაციების დაწესება სურს.


ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოთქვა სურვილი ხორცში ფოსფატების მაღალი დონის და მისი განმსაზღვრული ზღვარის დაკანონოებისა, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტი ამ საკითხის წინააღმდეგ წავიდა, ფოსფატებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების პირდაპირი კავშირის გამო.

აღნიშნული საკითხის განსახილველად ახალი სხდომა მალე გაიმართება, სადაც ევროპარლამენტარებს მოუწევთ დაეთანხმონ ან უარყონ ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა ფოსფატების დასაშვებ დოზებთან დაკავშირებით.

თუ კანონი დამტკიცდება, დონერ - ქაბაბი სრულიად აიკრძალება.

შაურმის (დონარ -ქაბაბის) ინდუსტრიას, სადაც ევროკავშირის მასშტაბით 200 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ეს დიდ საფრთხეს უქმნის.

დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად 1.3 მილიონი ერთეული შაურმა იყიდება.

ის ყველაზე პოპულარული „ფასთ ფუდია“ გერმანიაშიც, ამიტომ ამ ახალ შესაძლო რეგულაციას უკვე დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.

რაც შეეხება საქართველოს

image

ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს მარეგულირებელი კანონები ევროკავშირის კანონმდებლობას 2020 წლამდე უნდა დაუახლოვდეს.

სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, დღეს ასე პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი შაურმა საქართველოშიც აიკრძალოს.

0
870
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0