x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იოსებ სტალინის გამონათქვამები
იოსებ სტალინის გამონათქვამები


იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, სტალინად წოდებული, იყო ერთადერთი ქართველი გენერალსიმუსი ისტორიაში. შეიძლება ჩაითვალოს უდიდეს ან მინიმუმ ერთ-ერთ უდიდეს გენერლად კაცობრიობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეჟიმის დროს საბჭოთა კავშირში ბოლშევიკების რეჟიმმა იმსხვერპლა 23 მილიონ ადამიანზე მეტი, ის რჩება ბევრი ადამიანისთვის დასაფასებელ პოლიტიკურ, ისტორიულ ფიგურად, ვინაიდან მან მოიგო მეორე მსოფლიო ომი, გამარჯვებულებს კი ნაკლებად აკრიტიკებენ ხოლმე. სტალინის წარმოშობას ბევრი ერი იჩემებს: სომხები, ებრაელები, ოსები და სხვ. მაგრამ ის აშკარად ეთნიკურად ქართველი იყო და ამას არცერთი ისტორიკოსი არ აყენებს ეჭვქვეშ, გარდა მარგინალებისა. ამას ხომ თავადაც არაერთხელ აღიარებდა... ქართული გვარის, ქართველი დედის და გორში დაბადების და გაზრდის გარდა, საკუთარ თავს ქართველს უწოდებდა. ერთხელ კი ნაქართველარი რუსიც უწოდა, როდესაც მის პოლიტიკურ ინტერესებს ამგვარად დასჭირდა. ფაქტი ერთია, ის, ისევე როგორც 72 მილიონი ადამიანის მკვლელი მაო ძედუნი, ტირანი იყო, თუნდაც ჰოლოდომორის და გულაგების გამო, მაგრამ კაცობრიობის წარსული ისტორია, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ტირანებისა და მკვლელების დაწერილია. რომელი მმართველი არ ყოფილა ასეთი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა?

საინტერესოა, როგორ იდეოლოგიას ატარებდა მეორე მსოფლიო ომის მომგები იოსებ ჯუღაშვილი და რას ფიქრობდა ის სხვადასხვა საკითხზე:


იოსებ სტალინის გამონათქვამები



1. "სრულიად საკმარისია, ხალხმა იცოდეს, რომ არჩევნები ჩატარდა. ხალხი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენებს ყრის, ვერაფერს წყვეტს. ყველაფერს წყვეტს ის, ვინც ამ ბიულეტენებს ითვლის."


2. "მე მხოლოდ ერთი რამის მჯერა - ესაა ადამიანის ნებისყოფის ძალა"


3. "რასაც ისტორია გვიჩვენებს არის ის, რომ უძლეველი არმიები არ არსებობს."


4. "მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია".


5. "ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების კი - სტატისტიკა".


6. "იდეები უფრო ძლევამოსილია, ვიდრე იარაღი. ჩვენ ნებას არ ვრთავთ მტრებს ფლობდნენ იარაღს, მაშინ რატომ უნდა მივცეთ ნება იმისა, რომ იდეები გააჩნდეთ?"


იოსებ სტალინის გამონათქვამები


7. "სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს. არ არის კაცი - არ არის პრობლემა".


8. "გულწრფელი დიპლომატი - ეს მშრალ წყალს ან ხის რკინას ჰგავს."


9. "არავის ვენდობი, საკუთარ თავსაც კი."


10. "საბჭოთა არმიაში ბევრად მეტი გამბედაობაა საჭირო უკან დასახევად, ვიდრე შეტევაზე გადასასვლელად." (მას ჯარის ზურგში დაყენებული ჰყავდა სპეციალური საჯარისო დანაყოფები, რომლებიც ხოცავდნენ უკან დახეულებს, როგორც მოღალატეებს.)


11. "ბეჭდური გამოცემები ჩვენი პარტიის უმახვილესი და უძლიერესი იარაღია."


12. "ადამიანი თავის ძალაუფლებას ავრცელებს იმ რადიუსით, სადამდეც მისი ჯარი გაწვდება."


13. "მოკვდი და არ უკუიქცე."


14. "გმირები კი არ ქმნიან ისტორის, არამედ ისტორია ქმნის გმირებს."


იოსებ სტალინის გამონათქვამები


15. "მუსიკა კარგი რამაა - ის ადამიანში არსებულ ურჩხულს ამშვიდებს."


16. "სცადე ამგვარი ვარჯიში - კვლავ დაემსგავსე ნამდვილ ადამიანს."


17. "მხიარულება - ესაა ყველაზე უცხო ხილი საბჭოთა კავშირში."


18. "ჩემთვის რთულია იმის წარმოდგენა საერთოდ რა პიროვნულ თავისუფლებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს არ აქვს სამუშაო და შიმშილობს, უნდა, ეძებს და ვერ პოულობს დასაქმების გზას.

ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ მაშინ იარსებებს, როდესაც დასრულდება ექსპლუატაცია. იქ, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღარიბე, ერთისაგან მეორის ჩაგვრაც აღმოფხვრილია. მხოლოდ იმ საზოგადოებაშია ნამდვილი თავისუფლება მიღწევადი, სადაც ადამიანს მეორე დღის შიში არ აქვს ლუკმა პურის უქონლობის გამო."


19. "კაპიტალისტები თავად მოგვყიდიან საკუთარ ჩამოსახრჩობ თოკებს."


20. "რომ მოვკვდები ხალხი ნაგავს მომაყრის, მაგრამ მოვა დრო და ხალხი ნაგავს ისევ გადაქექავს"



იოსებ სტალინის გამონათქვამები


სტალინის ლექსი "მთვარე":


იარე დაუღალავად,

თავი ნუ ჩაგიკიდია,

გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,

უფლის განგება დიდია.

ნაზად შესცინე ქვეყანას

შენ ფეხქვეშ გადაჭიმულსა

მყინვარს დამღერე ნანინა,

ზევიდან გადმოკიდულსა.

კარგად იცოდე, რომ ერთხელ,

ძირს დაცემული ჩაგრული

კვლავ აღემართვის მთას წმინდას,

იმედით აღტაცებული,

მაშ, ტურფავ, წინანდებურად

ღრუბლებში გაიკაშკაშე,

ლურჯ კამარაზე საამოდ,

სხივები შეათამაშე.

მეც გადაგიხსნი საკინძეს,

და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,

ხელ-განპყრობილი თაყვანს გცემ,

ქვეყნად შუქ-მომფინარესა!"



იოსებ სტალინის გამონათქვამები



სტალინის ლექსი, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა:


"მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე,

თუკი საწუთროს მე მორჩილი - შენში მომანდობ,

თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე,

შენგან იმედი - შემოქმედად უნდა მომმადლო.

არ დაგცდენია სამდურავი შენ ჯვარზე დაღლილს,

და გაუძელი ბოროტების მახეს ტიალსაც,

შენ ჭირთა თმენით დაამცირე მსახვრალი ბადე

და გაძარცული დაუტოვე ეშმაკს მზირალსაც.

ჟამი მიმწუხრის, წასასვლელად უნდობლად მიხმობს

და მხოლოდ შენში მივენდობი ჩემს ბედს გამრიგედ,

თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს,

ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ, ვით დღეს ხვალინდელს..."






კავკასიის ნეოლითური კულტურები (ცალკეა სასაუბრო კოლხურ კულტურაზე, ამიტომ აქ ჩამონათვალში არაა):


1. შულავერის კულტურა

2. ლეილა-თეფეს კულტურა

3. მტკვარ-არაქსის კულტურა

4. მაიკოპის კულტურა

5. კაიაკენტის კულტურა

6. თრიალეთის კულტურა

7. ხარაჩოის კულტურა

8. განჯა-ყარაბაღის კულტურა

9. ყობანის კულტურა



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
2577
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2577
  
2020, 8 მარტი, 6:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2