x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა მიატოვა ოჯახი,ბიზნესი და ტყეში გადავიდა საცხოვრებლად
imageროგორც მრავალშვილიანი განდეგილი აცხადებს, ის ტყეში ნარკომანებთან და მანიაკებთან ერთად მუშაობს.


50 წლის ვლადიმერ სუხოვმა ნაბერეჟნი-ჩელნიდან მიატოვა ბიზნესი, ცოლი, 8 შვილი და დასახლდა ბოროვეცკის ტყეში, როგორც თვითონ აცხადებს ტყეში ცხოვრება ოჯახური პრობლემების გამო გადაწყვიტა, მანამდე ის კიკბოქსინგის მწვრთნელი იყო, ამჟამად კი მუშაობს დისერტაციაზე ფსიქოლოგიაში.


-ასეთ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, (იგულისხმება ნარკომანები)მე კი ვეხმარები მათ, აქ ტყეში, ჩვენ მარტო ვრჩებით და დიდხანს ვმუშაობთ, მე ეს ადამიანები სუიციდისგან ვიხსენი-აღნიშნავს სუხოვი.


ვლადიმერ სუხოვს სამი პალატა აქვს, სამზარეულო ღია ცის ქვეშ, სადაც უდევს მაგიდა, კუნძები სკამების მოავალეობას ასრულებს.აგრეთვე მაყალი და ჭურჭელი.


image

ბანაობს კვირაში ერთხელ, იყენებს ნაკადულის წყალს, რომელიც იქვე მოჩუხჩუხებს, ხანდახან აბანოშიდაც დადის.


პირველი წლები მამაკაცი იკვებებოდა ბალახეულით, ბურღულით და ლორით.საუზმეზე შვრიის ცხელ ფაფას მიირთმევდა, აგრეთვე ხარშავდა გირჩებს, ჟოლოს ტოტებს და ტირიფის ფოთლებს, ამჟამად მისი რაციონი ბევრად უფრო მდიდარია.სუხოვი საკუთარ თავს "მეტყევის ასისტენტს " წუდებს საკუთარ თავს, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა, რეგულარულად ასუფთავებს ტყეს და მეხანძრეებსაც ეხმარება.

image

მამაკაცთან ხანდახან სტუმრებიც მოდიან, უფროსი ქალიშვილი 23 წლისაა, რომელიც ამ დღეებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ქალთა შორის კიკბოქსინგში.უმცროსი ბიჭი 5 წლის, სხვათა შორის უმცროს ბავშვს მამა არასდროს უნახავს.

image

-მე სპეციალურად არ ვენახვები მას, რადგან უმცროსმა ქალიშვილმაც ძალზე მძიმედ გადაიტანა მამასთან დაშორება, როდესაც ცოლისგან უჩუმრად მასთან ბაღში სტუმრად მივდიოდი, ამიტომ როდესაც ყველაზე პატარა, მე-8 ბიჭი დაიბადა, გადავწყვიტე, რომ არ დავენახო.-განმარტა ბავშვის უნახაობის მიზეზი მამაკაცმა.

image

0
404
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0