საქართველო გია ყარყარაშვილი_ შიდა ქართლის ინციდენტების დეტალებზე, წინასაარჩევნო "ომსა "და თავდაცვაზე 2012, 21 ივლისი, 3:20 “ დღეს საჭიროაყველა ყველა მხარე დაფიქრდეს და ეს სიძულვილი მოვიშოროთ. მე დავიბენი ვინ არის დღეს მტერი რუსეთი, რომელსაც ბიზნესის კუთხით სრული თავისუფლება და სიყვარული აქვს, თუ ქართველები, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების გამო განსხვავაებულად უყურებენ ამ ხელისუფლების მოღვაწეობას” _აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ვვეტერანთა სამოქალაქო კავშირ” საქართველოს ლეგიონის” თავმჯდომარე გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი. საუბარი ბოლო დღეებში აგორებული სკანდალით დავიწყე, შეგახსენებთ რომ სახლისუფლებო მედიამ გია ყარყარაშვილს ბრალი შიდა ქართლელების დამცირებაში დასდო, აღნიშნულ ინციდენტსა და შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე, გია ყარყარაშვილი დეტალურად საუბრობს:
“ იმ პრესკომფერენციამდე, რომლისგანაც იმედმა სპექტაკლი დადგა ორი დღით ადრე აქტიურად გამოვჩნდი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან ერთად შიდა ქართლის სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში. პირველ დღეს ჩემი გამოჩენა ხელისუფლებისთვის, ჩასახლებაში მცხოვრები მამასახლისებისთვის, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის იმდენად მოულოდნელი და შთამბეჭდავი იყო, რომ ორ დღეში პიარტექნოლოგიურად იპოვეს გამოსავალი, ჩემი განცხადებები ფრაგმენტულად დააკავშირეს და გია ყარყარაშვილის მოსახლეობასთან დაპირისპირება განიზრახეს. საშინლად შეურაწყოფილი ვარ ამ პროვოკაციით, აღარც კი მინდა ამაზე საუბარი მაგრამ მესმის ინტერესი და ამიტომ დაგთანხმდით, მინდა დეტალურად ვამცნო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბრძოლის ის მეთოდები, რომლითაც ე.წ. მედია და ხელისუფლება ერთად თამაშობენ, თუმცა ჩემს შემთხვევაში კარგად ვერ გათვალეს. მე ქართლელი ვარ, ჩემი მხარეა შიდა ქართლი, მისი ჰაერი მისუნთქია, მათთან ერთად მიცხოვრია თვეობით, წლობით, ყველა სოფელში მაქვს ნაცხოვრები, თითქმის ყველა სახლში ღამე ნათენები. იმ დროს როცა ყოველდღიურად სროლა იყო და იბომბებოდა გორის სოფლები, 90-92 წლებში მთხოვეს დახმარება. შიდა ქართლში ვიყავი გამგზავრებული ჩემს რაზმთან ერთად. ყოველი იქ გატარებული უძილო ღამე ჩემთვის ქართლელებისგან იყო დაფასებული. არ მინდა ამპარტავნობაში ჩამითვალოს ვინმემ, მაგრამ ლექსები აქვთ ამ ხალხს ჩემთვის მოძღვნილი: “ყარყარაშვილო გიაო, ოსფრიზი აგიღიაო”. სადღეგრძელოებს სვამდნენ ჩემსას წლობით. იმისთვის, რომ ბავშვვებს ახალგაზრდებს უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი, მრავალი უძილო ღამე მაქვს გატარებული, უფრო მეტიც, ტყვია მაქვს საკუთარ თავზე მიღებული, ის ერედვი-ხეითის შემოვლითი გზა პირველად ჩემი თანამონაწილეობით გაიჭრა 91 წელს, როდესაც სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და გზები გადაკეტა. სწორედ ამის გამო მაქვს ავტორიტეტი შიდა ქართლში, ამიტომაც მოახდინა ჩემმა გამოჩენამ შთაბეჭდილება და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე Dდღეს ადამიანებს უკვე მესიჯებად ქონდათ დავალებული რა უნდა ეთქვათ “ ქართული ოცნებიდან” მისულებისთვის, აი მაგალითად “ შენ რუსეთის კაცი ხარ”...შენ რუსები გინდა... შენ ომის დროს სად იყავი?” ჩემი გამოჩენით უცბად გაუფასურდა. პირველ დღეს ყველა მათგანი პატივისცემით გვხვდებოდა. თუმცა რაც შემდეგ მოხდა, დაშინების მიუხედავად არ უნდა ეკადრათ იმ ადამიანებს, რომლებიც რა თქმა უნდა უმცირესობაში აღმოჩნდნენ ინციდენტებისას. მხოლოდ მე კია არა, ჩემ თანმხლებ პირსაც პატივისცემით უნდა მოქცეოდნენ. არავის არ ეპატიება და საქართველოს სირცხვილია როცა მკვდარი ძმის ხსენებით გინდა კალაძეს შეურაცხყოფა მიაყენო, ეს უდიდეს სიმდაბლედ მიმაჩნია. როცა ამ ხაალხს უჭირდა მე ჩავდიოდი, მათ გვერდით ვდგებოდი და მე როცა ჩამოვდივარ ჩემ თანმხლებ პირთანაც კორექტული უნდა იყო. პირვლი დღე სოზართან და ზურა ზვიადაურთან ერთად, მეორე დღე კი კახისთან ერთად დავდიოდი. ზოგიერთ მათგანს ვინც შეხვედრებისას სიმდაბლე იკადრა უნდა სცხვენოდეს. იმ ადამიანს თორმეტი წლიდან, რომ ჩემთან ღვინოებს აგზავნიდა პატივისცემის ნიშნად, არ ეკადრებოდა ზედმეტი ლაპარაკი და გულდასწყვეტია ასე სახის დაკარგვა. – ვინ იყო ეს ადამიანი? ადგილობრივი? – კი ერთ-ერთი მამასასახლისი, დევნილი, მესმის რომ ზეწოლაა, მაგრამ მეც ზეწოლის ქვეშ ვიყავი როცა მათ უჭირდათ, თან რუსების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ მე არ მიკადრია ზურგის შექცევა. – იმედის ვერსიით შიდა ქართლელები “ვაშლის გამყიდველებად” და პოლიტიკის უცოდინარებად მოიხსენიეთ, მოდით დეტალურად ვისაუბროთ, საერთოდ რატომ ახსენეთ “ვაშლის გამყიდველი” და როგორი რეაქცია ქონდათ შიდა ქართლელებს ამ სიუჟეტზე? – პრესკნფერენვიამდე წინა დღით ასეთი რამ მოხდა, ერთ სოფელში მივედით შესასვლელი გზა გადაკეტილი იყო სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა, იქვე ხის ჩრდილში წამოწოლილმა კაცმა მოგვაძახა: “ ვა რუსების ხალხი მოვიდნენო”. მასთან მივედით და ვკითხე: _მიცნობ მეთქი?_ არაო _მიპასუხა! “აბა შემომხედე კარგათ მეთქი” _ “კი გიცანიო!” მერე გამოვკითხე, ” ომობდი-მეთქი სადმე”? ხეობის დაცვის დროს იქ იყავი? ნიქოზი, მეღვრიკისი, გიჯაბაურის განთავისუფლების დროს_თქო? _არაო მიპასუხა . ამის შემდეგ კი ვუთხარი რომ, აბა როგორ გგონია ამ ხის ძირში წამოწოლილხარ, მთელი ცხოვრება ვაშლის მეტი არაფერი გინახავს, რუსეთზე ვაშლსს ყიდიდი და ახლა მე მეუბნები შენ რუსები გინდათქო? ამ ინციდენტის შემდეგ, მეორე დღეს გავმართე პრესკონფერენცია, მივმართე ბოკერიას და უშისროების საბჭოს, რომ დაასაბუთონ “ქართული ოცნების” პრორუსულობა, თუ ამაში დამარწმუნებენ მზად ვარ გავწყვიტო მათთან კავშირითქო. ვისაუბრე, ინციდენტებზეც, მათ შორის ხის ძირში წამოწოლილ მევაშლეზე, ვთქვი რომ პოლიტიკაში მასზე ცოტა მეტი მაინც გამეგება. აღვნიშნე, რომ როცა ასეთი ადამიანი ჩემი თანდასწრებით იტყვის, თითქოს შიდა ქართლელი გია ყარყარაშვილი და მისი თანმხლები პირები ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა_ ის ადამიანი არის ტლუ და გაუნათლებელი და ეს არ ეხებოდა რეგიონის მოსახლეობას? ისიც დავძინე, მაინც პატივს ვცემ ყველას აზრსთქო. იმედმა კი ამოგლიჯა სიტყვები და გაუშვა თითქოს მე შიდა ქართლის მთელი მოსახლეობა უდიერად მოვიხსენე და მათ “ვაშლის გამყიდველები” ვუწოდე. მათი მიზანი იყო კომფრომეტირება, რათა შიდა ქართლში ცუდად დამხვედროდნენ. ატყდა ფეისბუქზე ამბავი, ” რომ ჩამოვა ყარაყარაშვილი ვაშლები ვესროლოთ, გია ყარყარაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს შიდა ქართლს”. ეს იყო იმედის საინფორმაციოს ხელმძღვანელის პრიმიტიული გათვლა და აზროვნება. ამას რა თქმა უნდა, ისევ პროვოკატორები წერდნენ და ამბობდნენ. სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღესვე მე გავემგზავრე შიდა ქართლში, ნიქოზში, ტყვიავში, ტირძნისში, შინდისში, ყველა სოფელში მარტოდმარტო, სავარძლით მივდიოდი ყოველ სახლთან და შიდა ქართლელებისგან მადლობის მეტი, არცერთი სიტყვა არ მომისმენია. უფრო მეტიც, სოფლის გამგებლებიც კი ესწრებოდნენ შეხვედრებს. მოსახლეობას ჩემი ახსნაც კი არ დასჭირდა, გია ყარყარაშვილი რომ მათ არ შეურაცხყოფდა და ამას არ იტყოდა ეს იციან. ორად-ორი ადამიანი იპოვა მეორე დღეს იმედმა, რომელსაც ათქმევინეს, ”ეს როგორ თქვა ყარაყარაშვილმაო.” მივმართავ ჟურნალისტებს: ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მედიასაშუალება წამოვიდეს ჩემთან ერთად, თუ ვინმე ცუდად დამხვდება. იმავე კარალეთში ჩავიდეთ, სხვათაშორის გუშინ საღამოს კარალეთიდან დამირეკეს იქაურმა ბიჭებმა და ბოდიში მომიხადეს პირადად ინციდენტის გამო. ეს ჩემი მხარეა, ყველა მათგანი მიყვარს და ყველა მათგანი წლების მანძილზე ღვინოს და ვაშლს მიგზავნიდა, ყველა სოფლის ხელმძღვანელი და რაზმის მეთაური დღემდე პატივს მცემს. ბევრ მათგანს ვეტერანის საბუთი მე გავუკეთე შევარდნაძის დროს, რომ ელემენარული სარჩო ჰქონოდათ. იმ დროს როცა ჩემთვის ერთი ხელმოწერაც რთული იყო, ასობით და ათასობით ადამიანს დავეხმარე. ამიტომ როგორი ავანტურაც არ უნდა ჩაატაროს საინფორმაციოს უფროსმა შიდა ქართლს ყარყარაშვილს ვერ შეაძულებს. რადგან ყარყარაშვილი იქედან წლების მანძილზე მხოლოდ მადლობას იღებს. გორის აქციაზე კი რა ხდებოდა იცით?აქ ხო მთელი რეგიონი იყო და ორიათასმა კაცმა მაინც გადამკოცნა ვინც შემხვდა გზაში. ყველა რაღაცას მახსენებდა, ზოგმა შენი ექთანი ვიყავიო, მეორემ შენ ჩემთან სახლლში ღამე გაათენეო, იმხელა მუხტი იყო, რა ვაშლები რის ვაშლები, ხალხი რომ მეხვეოდა, იქვე უცხოელები მდგარან და უკითხავთ, ვინაა ეს კაცი ასე თბილად რატომ ხვდებიანო? – რაც შეეხება “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას, როგორც ვიცი პოლიტიკური სიმპატიები გქონდათ ირაკლი ალასანიას მიმართ, ამან ხო მარ განაპირობა თქვენი კოალიციასთან დაახლოება? – ადამიანები ვართ და შველას ვეძებთ, ცხრა წელი გავიდა, ტერიტორიები მტკივა, არც იმ ზღაპარს არ ვიჯერებ რომელის პროპაგანდაც მიმდინარეობს, ომის დაწყებასთან, მსვლელობასთან და შედეგებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ცოტა მეტი მესმის და მეტი ინფორმაცია მაქვს. აღარც ის არის დამაჯერებელი, რომ ყოველთვის ლაპარაკობ ოკუპაციაზე, მე მინდა საუბარი დეოკუპაციაზე და არა ასი წლის შემდეგ, არამედ დღეიდან და ყოველდღე. ჩემი განწყობილება ყალიბდება იმ სამწუხარო ვითარებით, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ საზოგადოება დაყო თავისიანებად და სხვისიანებად, თავისიანებს_ ყველაფერი, სხვას_ არაფერი. სხვაზე ვრცელდება სისასტიკე და კანონი, დაჩაგვრა. თავისიანებზე_ გაძღომა. ეს ყველაფერი მე მაფიქრებს, მიუხედავად იმისა, რომ მტრობა მე მათ მიმართ არა მაქვს. მაფიქრებს და უკეთესი ცხოვრება მინდა, მეც და ჩემ სამშობლოსაც . აქედან გამომდინარე გაჩნდა პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ჩამოაყალიბა კარგმა ქართველმა, ადამიანობა ჩემთვის განვლილი გზით, წარსულით ფასდება. ივანიშვილმა გარშემო დაიყენა ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც პატივისცემას იმსახურებს, თქვენ ახსენეთ ალასანია, მე ასევე შარტავას გამოვყოფ. ამ ადამიანების ბიოგრაფია მეიმედება, იგივე აფხაზებთან დაკავშირებით ყურადსაღებია მათი ნაბიჯები და პოლიტიკა. სხვა პოლიტიკური ფიგურებიდანაც არცერთი არაა რუსეთთან კაბალური მოლაპარაკების მსურველი. უმრავლესობა არის პატრიოტი, ნაწილი კი თავის საქმის კვალიფიციური ადამიანი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა სიმპატიას, მიჩენს და მათკენ ვიხრები, თუმცა ჯერ “ქართულ ოცნებასაც” არ განუცხადებია კონკრეტულ საკითხებზე პროგრამები. ერთია სტრატეგიული გემები, სოფლის დახმარება, ჯანდაცვა, მეორეა როგორ მოიქცევა მაგალითისათვის იმ პატიმრებტან დაკავშირებით, რომელთაც მისჯილი აქვთ წლები უსამართლოდ. მითუმეტეს ყოველდღე იჭერენ. რა იქნება ამ სასტიკი ფრაზის “ნულოვანი ტოლერანტობის “ ალტერნატივა, მე ჯერ არ მომისმენია მათი პოლიტიკური პროგრამა, რომლითაც ისინი იმოქმედებენ იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ძალით ჩაიგდეს ხელში სხვისი ქონება. ვეტერანების თემაზეც ველოდები მათ პოზიციას და ყველაზე მთავარი, ხელისუფლება როგორც ჩანს ძალაუფლებას არ დათმობს, ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ხალხის ნება არ იყოს ბოლომდე გამომჟღავნებული. მაინტერესებს “ქართული ოცნების” ბრძოლის მეთოდები, სამოქმედო სტრატეგია ამ შემთხვევაში. ანუ როგორ აპირებენ საკუთარი ხმების დაცვას და გაყალბების განეიტრალებას. მარტიავი არის თუ ჩატარდება სამუშაო Dდღეს არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები მწყობრში მოწყობილები არა თავიანთ უბნებში მისცემენ ხმას, არამედ თავის უწყებასთან ახლო უბანში და ამ შემთხვევაში ზედმეტია საუბარი თავისუფალ არ ჩევნებზე…. ტექლოგიურად უკვე გახმაურებულია როგორ უნდა მოხდეს წინასწარ დარიგება ბიულეტენების. ივანისვილის გუნდისაგან მაინტერესებს წინასწარ როგორ არიან მზად პრვენციისთვის. ეს კითხვები მაქვს და ველოდები პასუხებს. – ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაზე რას იტყვით? – ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია უნდა ეწარმოებინა კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველთანაც და არა მხოლოდ თავის მხარდამჭერებში, ისევე როგორც “ქართული ოცნება” დადის სოფლებში და ესაუბრება ხელისუფლების მხარდამჭერებს. ვისურვებდი ნაციონალებიც დალაპარაკებოდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს. შეესწავლათ მათი პრობლემები, მაგრამ ასე არ იქცევიან, ამისგანაც ჩანს რომ “ მეტი სარგებელი ხალხს” მათ არ აინტერესებთ და არაფერი შეიცვლება, ნაციონალება კი კარგახანია აქვთ “სარგებელი” . – NDI-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებზე რა აზრის ხართ პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით? – ერთი რამის თქმა მინდა ამ კვლევებთან დაკავშირებით, თავისუფალი არჩევანის, აზრის გამოხატვის საშუალება რომ იყოს, ისევე როგორც ეს ხდება საშუალო დონის დემოკრატიულ ქვეყნებში, “ქართული ოცნების” რეიტინგი იქნებოდა არანაკლები 60-70 %. არასახელისუფლებო მედია რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ეს პროცენტი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. მე ვნახე რეალურად როგორი შიშია მოსახლეობაში, დევნილთა დასახლებაში ფანჯრიდან ყოფდნენ ხელს მოსასალმებლად, რომ უკან მდგომ მამასახლისს არ დაენახა. რა თქმა უნდა, თუ მას გამოკითხავენ და სახელმწიფო მოხელეებს, მაშინ რეიტინგი ექნება მეტი “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან ამ ადამიანებს რომც ქონდეთ განსხვავევბული პოლიტიკური შეხედულებება ხმამაღლა ვერ იტყვიან. ამიტომ ვთვლი, რომ ეს კვლევები არაა ახლოს სიმართლესთან. – გორის აქციაზე ერგნეთის ბაზრობის აღდგენაზე ისაუბრა ივანიშვილმა, ხელისუფლება კი ამ ბაზრობას კონტრაბანდისა და ნარკოტიკების გასაღების კერად მიიჩნევდა და ამიტომაც დახურა, გულწრფელად მითხარით ერგნეთის ბაზრობა ახლა ყველაზე პრობლემატური საკითხია? – ერგნეთის ბაზრიბის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებას იმდროინდელი ხელისუფლების ადმინისტრირების უუნარობა იყო. 2004 წელში მოსულმა ხელისუფლებამ ძალიან მალე შეძლო მართვის სადავეების ხელში აღება. მათ შეეძლოთ კარგი ადმინისტრირება გაეკეთებინათ ამ ბაზრობისათვის. რაც შეეხება ნარკოტიკებს და კონტრაბანდას, ამისთვის ერგნეთი არაა საჭირო, კარგახანია ფოთიდან არის ეს სიგნალები, ჩვენ უკვე შეყვანილი ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იმ ქვეყნების სიაში, სადაც ნარკოტიკების ბრუნვა მაღალია. მაგრამ ეს კარგადაა ორგანიზებული, სახლმწიფო დონეზე. რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობის აღდგენის იდეას, დღესდღეობით ეს ბაზრობა ვერც ისეთი მნიშვნელობის იქნება და ვერც იმ მასშტაბის. ამ კუთხეში აღარ ცხოვრობენ ძლიერი ქართველები, მე საშინელება ვნახე ქართლის სოფლებში, მათთან რომ მივდიოდი მხოლოდ პური და ყველით მიმასპინძლდებოდნენ და დაუფარავად მიბოდიშებდნენ მეტი არაფერი გვაქვსო. ჩემთვის ისაა პრიორიტეტი რომ, პირველ რიგში მოხდეს ერის გამთლიანება, აღარ უნდა არსებობდეს ჩემიანი და სხვისიანი, ყველაზე უნდა ზრუნავდეს ერთნაირად მომავალი ხელისუფლება, სიძულვილის ენა უნდა შეიცვალოს სიყვარულის ენით. – რაც შეეხება, ბოკერიასადმი მიმართვას, მისი რატომ გჯერათ, ისიც ხომ ნაც. მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგია? – მიმართვაში მე მოვითხოვე, პროპაგანდით კი არა დოკუმენტებით გაამყარონ “ქართული ოცნებისა” და ივანისვილის რუსეთუმეობა. ამ კოალიციის ლიდერთა უმეტესობა ხომ პროამერიკულია. დღემდე მაქვს განწყობა და მინდა მჯეროდეს, რომ ბოკერია და რამდენიმე ადამიანი მაინც აზროვნებს საღად, სიძულვილს არ დაუბრმავებია, ამტომ მივმართე გიგას და უშიშროების საბჭოს . – სიძულვილი დამეთანხმებით ბევრს აბრმავებს... – ხო და მინდა ეს დამთავრდეს. ჩემში სიძულვილი ნამდვილად არაა. ვნანობ კიდეც, რომ ზოგჯერ სიტყვებით ზედმეტი მუმდის, თუნდაც მინისტრ გოგა ხაჩიძის მამასთან დაკავშირებით, აფექტში ჩავარდი, როცა მიისი გინება და “ფულის მონებოს” ძახილი მოვისმინე და მეც ვამხილე ამორალურ ქცევაში. ახლა ვფიქრობ, ზემეტად ხომ მარ გავიმეტე. – როგორ ფიქრობთ, სამოქალაქაო დაპირისპირებამდე ხომ არ მივა საბოლოოდ დღევანდელი პოლიტიკური დაძაბულობა? – ის ანტაგონისტური ნიშნები, რომელიც ხელისუფლებასა და ოზიციას შორის, ფორმებით, შესაძლებლობებით, მეგობარი ქვეყნების გავლენით არის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონსგარეთ გავიდეს ოპოზიცია. მაგრამ თუ უცხოელების მუდმივი წახალისება, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის, თვალის დახუჭვა ქვების სროლაზე, ძალადობაზე ხელისუფლების მხრიდან, (იმ ფონზე როცა 2010 წელს როდესაც “წინააღმდეგობის მოძრაობის “ წევრმა ქვა ისროლა და ათი საელჩო გამოვიდა განცხადებით, ) ყველა ეს ნიშანი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიციის მხრიდან ძალადობა, თუნდაც შეწინააღმდეგენა იქნება დასჯადი, ხოლო ხელისუფლებას სტიმულირებას უკეთებს საერთაშორისო საზოგადოება, რომ სააარჩევნო პროცესში და არჩევნების დღოსაც გამოყენებული იყოს ძალადობის ფორმები, თან ძალიან მკაცრი და შემდეგ გამართლებული კანონით. – ბოლოს, დღევენდელ ქართულ თავდაცვაზეც ჩაგეკითხებით, ახალი მინისტრი და ჯარის სლოგანი თუ მოგწონთ? – საარჩევნო სლოგანია, თუ მოვიგებთ არჩევნებს ჩვენ არ მიგატოვებთ, არც მშვიდობაში, არც ომში. თუმცა იგივე მთავრობამ მიატოვა ადამინები ომში და მიტოვებული ყავს მშვიდობაში. აღარ მინდა ამ სფეროზე და მინისტრზე საუბარი, კარგს მაინც ვერაფერს ვიტყვი. იმდენად ვაფასებ სამხედროებს და პატივს ვცემ, რომ მათ ხვედრს, მათ მდგომარეობას თანაგრძნობით ვუყურებ, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი იმის საშუალებას არ იძლევა, რიგითმა, ოფიცერმა თუ გენერალმა სამშობლოსათვის იბრძოლოს. ესაუბრა მაკა დეკანოსიძე/ გაზეთი "ქართული სიტყვა" 79 2-ს მოსწონს
|