x
image
ეკა ლაცკა
"ქალი, რომელიც ხარისხიან პომადას იყენებს, თავს უფლებას არ მისცემს იდიოტს აკოცოს"- ის რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს , პომადის ფერის შერჩევის და ტუჩების მოვლის მარტივი პროცედურები
პომადა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტურია.

პომადის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ასაკი, თმის, კანისა და კბილების ფერი.

იმ შემთხვევაში, თუ მუქი ფერის კანი გაქვთ რეკომენდირებულია შოკოლადისფერი, ღვინისფერი, წითელი და ქლიავისფერი პომადა.

ღია ფერის კანს საკმაოდ უხდება კრემისფერი, ღია მარჯნისფერი, ღია ვარდისფერი ფერები.


მნიშვნელოვანია ჩვენი თმის ფერიც. ქერა, ლურჯ ან მწვანეთვალება ქალებს, ღია ფერის კანით – ვარდისფერი ყველა ტონალობის, ქლიავისფერი და მარჯნისფერი პომადა მოუხდებათ.

თაფლისფერთვალება ქერა ქალებს ნაზი ვარდისფერი და წითელი ფერის პომადა დაშვენდებათ.

ჟღალი ფერის თმის მქონე ქალებს ქლიავისფერი, მუქი ლურჯი, ყავისფერი და მარჯნისფერი უხდებათ.

წაბლისფერთმიან ქალბატონებს - ვარდისფერი, იისფერი და ღია ყავისფერი პომადები უხდებათ.

შავგრემან მანდილოსნებს, მუქი ფერის თვალებით და მუქი ფერის კანით – ქლიავისფერი, შოკოლადისფერი, ნარინჯისფერი და მუქი წითელი ფერის პომადა უხდებათ.

image

თუ გინდათ, რომ ტუჩები ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს, არავითარ შემთხვევაში არ გადაახატოთ ზემოდან დამატებითი კონტური. ფანქრის კონტური ზუსტად უნდა იმეორებდეს ტუჩის ბუნებრივ კონტურს და ფანქრის ფერიც პომადის ფერს უნდა ემთხვეოდეს. პომადა წაისვით ფუნჯით და ტუჩების ცენტრი ე.წ. ბლესკით გამოყავით.

image


თუ დროთა განმავლობაში თქვენი ტუჩი ფერს კარგავს მაშინ აუცილებლად ჩაინიშნეთ მარტივი პროცედურები, რომელთა შესრულებაც თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში.

1. მოამზადეთ ტუჩების სკრაბი, წყლის, შაქრის ან მარილის და თაფლის (1:1:1 პროპორციით) გამოყენებით. შეიზილეთ იგი ტუჩებზე

2. ზამთარის სეზონზე ტუჩების კანის აქერცვლის შემთხვევაში ტუჩებზე შეგიძლიათ წაისვათ ცხიმიანი კრემი ან უბრალო თაფლი.

3. კვირაში ერთხელ მაინც, ჩაიტარეთ ტუჩების მასაჟი კბილის ჯაგრისის დახმარებით. ეს დაგეხმარებათ ბუნებრივი ფერის დაბრუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

4. გამოიყენეთ ტუჩის პომადები და კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ზეთებს, А და Е ვიტამინებს.

5. ტუჩების ფერის გაღიავებაში დაგეხმარებათ კიტრის წვენი, წაისვით იგი ტუჩებზე რამდენიმე დღის განმავლობაში.

6. ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში ტუჩებზე წაისვით კარაქი. ის შეარბილებს მათ, უზრუნველყოფს აბრეშუმისმაგვარ კანს და სასიამოვნო ფერს.

7. გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ტუჩების ბრჭყვიალა (ბლესკი) ან პომადა. პომადა მოიშორეთ სპეციალური ხარისხიანი საშუალებების დახმარებით, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ პომადის მოსაშორებლად.

.. და ბოლოს ...

ნუ დაინანებთ ფულს ხარისხში, რადგან ამბობენ რომ ქალი, რომელიც ხარისხიან პომადას იყენებს, თავს უფლებას არ მისცემს იდიოტს აკოცოს.


0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0