საზოგადოებრივი ხარაჩოის კულტურა 2019, 21 აპრილი, 6:22 კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა-თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა-თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200 წწ.). შემდგომ ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (ძვ.წ. 3700 - 3000 წწ.), რომელიც სწორედ ლეილა-თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდგომ ფორმირდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.) და შემდეგ ჩამოყალიბდა განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.) ამ კულტურებიდან არცერთი არ ვრცელდებოდა საქართველოს შავიზღვისპირა ზოლზე, როგორც ჩანს იქ უხსოვარი დროიდან რაღაც სხვა დიდი კულტურა ჰყვაოდა, რომელსაც ჩვენ კოლხური კულტურის სახელით ვიცნობთ და რომლის საკითხებიც სიღრმისეულადაა შესასწავლი ხოლო მისი გავრცელების არეალი დასადგენია. შესაძლოა იგი ევროპამდე და ევროპის ტერიტორიაზეც კი ვრცელდებოდა. რაც შეეხება დღევანდელ ვაინახების ტერიტორიას - ჩეჩნეთ-ინგუშეთს, პირველი დასახლებები აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. 8000 წელს ჩნდება. პირველი კულტურა ამ ტერიტორიაზე იყო სწორედ პროტო-ქართული მტკვარ-არაქსის კულტურა, შემდგომ იგი შეცვალა კაიაკენტის კულტურამ (ძვ.წ. 3000 - 1800 წწ.) შემდეგ ხარაჩოის კულტურამ და ბოლოს ყობანის კულტურამ (ძვ.წ. 1100 - 400 წწ.)... ხარაჩოის კულტურა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, დღევანდელი ვაინახების მიწებზე სწორედ ძვ.წ. 1800 წლიდან იწყება და ძვ.წ. 1100 წლამდე გრძელდება. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ვაინახების შემოსვლა სამხრეთიდან და დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის იმ ტერიტორიებზე, სადაც ახლა არის ჩეჩნეთ-ინგუშეთი. ბევრ სერიოზულ მკვლევარს, როგორიცაა ამჯად ჯაიმუხა, გიორგი ანჩაბაძე და სხვ. სწორედ ხურიტები მიაჩნია ვაინახების პირდაპირ წინაპრებად. კაიაკენტის კულტურის იბერო-კავკასიელ ხალხთან შერევით სამხრეთიდან მთებში მიგრირებულმა ხურიტებმა დღევანდელი ვაინახების ფორმირება დაიწყეს და შექმნეს მაღალი კულტურა ამ ტერიტორიაზე. ხარაჩოის კულტურაში ძალიან კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა, ამ კულტურის ბრინჯაოს ნივთები უკვე მთლიანად ხურიტულის ასლია. როგორც ჩანს მათ თავიანთი ცოდნა და კულტურა გადაიტანეს და მისცეს კაიაკენტის კულტურის დამხვდურ ხალხს. სწორედ ხარაჩოის კულტურა იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-10 საუკუნისთვის რკინამ სრულად ჩაანაცვლა ქვის, ბრინჯაოს და სპილენძის გამოყენება ინდუსტრიისათვის. ეს ევროპის სხვა ტერიტორიებზე მხოლოდ მოგვიანებით მოხდა. კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე247 3-ს მოსწონს
|