საბუნებისმეტყველო შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ჩვენი ცივილიზაცია ხელოვნურად არის შექმნილი!.. 2019, 17 ივნისი, 9:50 ოფიციალური მეცნიერების აზრით, შუმერული ცივილიზაცია პირველია დედამიწაზე, რომელიც სამყაროს მოწყობის შესახებ ცოდნას ფლობდა. მაგ., მათთვის ცნობილი იყო, რომ დედამიწის ღერძის დახრის კუთხე არსებობს და რომ ის 23 გრადუსის ტოლია. შუმერ მეცნიერებს ვერც მზის სისტემის სხვა პლანეტების არსებობით გააკვირვებდით. მათ მხოლოდ პლანეტების არსებობის შესახებ კი არ, ისიც იცოდნენ, თუ რომელი პლანეტა რა ფერის იყო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შუმერული ფირფიტები ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ბიბლიაში – დაბადების წიგნშია მოთხრობილი. თიხეს ფირფიტის ჩანაწერებში, ასევე მოცემულია ინფორმაცია ადამის, ევას და მათი შვილების შესახებ. შუმერული ფირფიტებდან ირკვევა, რომ შუმერი ასტრონომები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მზის სისტემაში, ამჟამად არსებული პლანეტების გარდა, მარსსა და იუპიტერს შორის კიდევ ერთი პლანეტა იყო, რომელსაც ძალიან გაწელილი ორბიტა ჰქონდა (ერთი შემოვლას 3600 წ. ანდომებდა) და მას «ნიბირუ» – გადამკვეთი პლანეტა ერქვა. იგივე წყაროების მონაცემებით, ნიბირუ დასახლებული იყო და მასზე გონიერი არსებები – ანუნაკენი ცხოვრობდნენ, რომლებიც ძალიან მაღლები იყვნენ: ქალების საშ. სიმაღლე 3, 7 მ., ხოლო მამაკაცების – 5 მ-მდე იყო. შუმერები მათ უკვდავებად არ მოიხსენიებენ და როგორც ირკვევა, ნიბირუელების სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 360 ათასი დედამიწის წელი იყო. დაახლოებით, 450 ათასი წლის წინ, ნიბირუელები ოზონის ფენის აღდგენის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. პლანეტის გადასარჩენად, მისკენ მომართული მზის სხივების და სითბოს არეკვლა უნდა მომხდარიყო. ხოლო, პროექტის სისრულეში მოსაყვანად, დიდი რაოდენობით ოქრო იყო საჭირო. თუმცა, ეს არარეალური გეგმა იყო, რადგან პლანეტაზი ამ რაოდენობის ოქრო, ფიზიკურად, არ იყო. ამიტომ, მათ კოსმოსში დაიწყეს მოგზაურობა და ძვირფასი ლითონის სხვა პლანეტებზე ძებნა. ასე აღმოაჩინეს ანუნაკებმა დედამიწაზე ოქრო და მის მოსაპოვებლად, ჩვენი პლანეტის მიმართულებით 12 რაზმი გამოგზავნეს. შუმერების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ხომალდები თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე დაეშვნენ, ოქროს აფრიკის სამხ-აღმ. ნაწილში მოიპოვებდნენ და როდესაც ნიბირუ დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოდიოდა, დაგროვილი ლითონი მასზე გადაჰქონდათ. ასე გრძელდებოდა, თითქმის 150 ათასი წლის მანძილზე. შემდეგ, ანუნაკი მაღაროელები აჯანყდნენ და მაღაროში ჩასვლაზე უარი თქვეს... და ამ მომენტიდან ჩვენს პლანეტაზე, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აღინიშნება, რაც შექმნილი მდგომარეობის გამო, ახალი მუშა ხელის გამოჩენას უკავშირდება: დედამიწაზე ჩამოსულმა კოლონიზატორებმა Homo sapiens-ი (გონიერი ადამიანი – შუმერულად «ადამუ») შექმნეს, რომელიც შუმერების და ჩვენი საერთო წინაპარი არის. თიხის ფირფიტებზე ზუსტად არის აღწერილი ადამიანების შექმნის პროცესი და გეენეტიკური ოპერაციები, რომლებიც თავისი სიზუსტით, თანამედროვე გენეტიკოსების გაოცებას იწვევს. გენური-ინჟინერიით შექმნილმა ადამიანებმა გამრავლბა დაიწყეს და ყოველი მომდევნო თაობა, ბევრად უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი. შედეგად, ანუნაკებმა დედამიწელი ქალების ცოლად შერთვა დაიწყეს და დედამიწაზე გიგანტების თაობა გაჩნდა... როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ თეორიას მართლაც აქვს არსებობის უფლება და მტკიცებულებად, მაგ., ეგვიპტის ფარაონი ეხნატონი (ძვ. წ. აღრ. 1424– 1400 წწ.) მოჰყავთ, რომლის სიმაღლე, 4 მ-ს აღემატებოდა. მაღალი იყო მისი მეუღლე ნეფერტიტიც, – ის თითქმოს, 3, 5 მ. იყო. ანუნაკებმა, ყველა შესაძლო ვარიანტიდან, საუკეთესო ამოირჩიეს. მათ შრომის იარაღის სრულყოფისთვის დიდი ინვესტიციების გაღების ნაცვლად, ადამიანები – ფაქტიურად, ბიორობოტები შექმნეს, რომლებიც თვითუზრუნველყოფის და თვითაღდგენის წესებს ექვემდებარებოდნე და პრიმიტიული იარაღებით, დიდი რაოდენობით ძვირფას ლითონს მოიპოვებდნენ. ასე, რომ, შუმერულ ტექსტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ თანამედროვე ადამიანი – ხელოვნურად შექმნილი ადამიანი-რობოტების შთამომავალი და უცხოპლანეტელების ექსპერიმენტების შედეგია. იგივე წყაროებიდან ირკვევა, რომ მზის სისტემაში მორიგი ვიზიტის დროს (როგორც აღვნიშნეთ ამ პლანეტას ძალიან დიდი ორბიტა ჰქონდა და მზის ირგვლიმ მბრუნავ პლანეტებს ძალიან დიდი მანძილით შორდებოდა, ანუ სისტემის გარეთ გადიოდა), ნიბირუს ნეიტრონული ვარსკვლავი დაეჯახა. კოსმოსურმა კატასტროფამ პლანეტის ნაწილი გაანადგურა (მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელი გაჩნდა), საკუთარი ორბიტიდან გადააგდო და ატმოსფერო შემოაცალა (იქნებ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ 2018 წ. ჩვენი მოლოდინის მიუხედავად, ნიბირუ არ გამოჩნდა. რედ.) და ანუნაკების ცივილიზაცია დაიღუპა. ხოლო, უცხოპლანეტელები, რომლებმაც სამშობლო დაკარგეს, დროთა განმავლობაში, ასიმილაცია განიცადეს და დედამიწელებში «გაითქვიფნენ». ამ საშინელი კოსმოსური კატასტროფის შესახებ აცტეკების «Fejervary-Mayer» კოდექსშიც არის მოთხრობილი. დოკუმენტი კოლუმბამდელ პერიოდშია შედგენილი. ის 23 გვერდისგან შედგება და აკორდეონივით არის დაკეცილი: გვერდის პარამეტრები – 16, 2 X 17, 2 სმ-ია, ხოლო სიგრძე - 3, 85 მ. აცტეკების «Borbonicus» კოდექსში კი, რომელიც 40 გვერდისგან შედგება, 14-ე გვ-ზე ილუსტრაციაა, რომელიც ამ ჰიპოთეზას ადასტურებს. უძველესი დოკუმენტის სურათზე მოცემულია მეხუთე პლანეტის (ნიბირუ) ქალღმერთი და პლანეტის სიმბოლური აღნიშვნა – წითელი სფერო ორი ორბიტით. შესაძლებელია, ეს მისი თანამგზავრების ორბიტები იყოს, რომლებიც მარჯვენა ზედა კუთხეში, პატარა ფრინველების სახით არის გადმოცემული. ილუსტრაციაზე ასევე ნაჩვენებია დაღუპული პლანეტის ემბლემა – არწუვის მოკვეთილი თავი. გარდა ამისა, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მარჯვენა მხარეს გამოსახული დრაკონი (ბუმბულიანი გველი), რომელიც ადამიანებს (ანუნაკებს) ყლაპავს, ცივილიზაციის დაღუპვას ასახავს. ინდიელების ლეგენდების და მითების მიხედვით, კეტცალკოატლი (ასე ეძახდნენ ინდიელები მფრინავ გველს) ცეცხლის, ჰაერის, წყლის და ქარის სტიქიების ღმერთია. რაც იმას ნიშნავს, რომ ანუნაკების ცივილიზაცია გაარედან «მოსულმა» სტიქიამ შთანთქა. და კიდევ, ღრმაწყლოვანი ექსპედიციის დროს, კანადური Advanced Digital Communications კომპანიის მიერ ორგანიზებულმა სამეცნიერო ექსპედიციამ, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, – ბერმუდის სამკუთხედის ზონაში, 2 წლის წინ, იდუმალი ქალაქი აღმოაჩინეს. არქეოლოგები დღემდე თავს იმტვრევენ, იქ არსებული უცნაური ნაგებობების წარმოქმის საკითხთან დაკავშირებით. საუბარია უზარმაზარი კომპლექსის შესახებ, როლის შენობები უმთავრესად პირამიდის სტილშია აგებული. ხოლო სამშენებლო მასალად გრანიტია გამოყენებული. მეცნიერების აზრით, ქალაქი 200 ათასი წლის წინ უნდა აშენებულიყო, როლო მისი დაძირვა – 50 ათასი წლის წინ უნდა მომხდარიყო. ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ ნაგებობები საიუველირო სიზუსტით არის შექმნილი. იმ დროს კი, ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, არ არსებობდა ცივილიზაცია, რომელსაც შეიძლებოდა, ამგვარი სამშენებლო ტექნოლოგიები (ოფიციალურად, მიღებულია, რომ გონიერი ადამიანი, მხოლოდ, 40 ათასი წლის წინ გაჩნდა) ჰქონოდა. P. S. სავარაუდოდ, ხელოვნურად არის შექმნილი მზის სისტემაც... მზის სისტემის მოწყობის, დღეს უკვე ტრადიციულ, ჰელიოცენტრულ სისტემაზე, მეცნიერებმა მსჯელობ 2010 წელს განაახლეს, როდესაც ასტრონომებმა გედის თანავარსკვლავში კეპლერ-33-ის სისტემა აღმოაჩინეს. ერთი შეხედვით, ამ სისტემას და მზის სისტემას შორის, თითქოს არანაირი კავშირი არ არის, მაგრამ როგორც გაირკვა, ყოფილა... და თან პირდაპირი. მეცნიერები გააკვირვა პლანეტების ასეთმა განლაგებამ და კეპლერ-33-ის სისტემა კოსმოსურ ანომალიად მიიჩნიეს. მზის სისტემაში ხომ ყველაზე დიდი პლანეტები – სატურნი და იუპიტერი – ზუსტად შუაში მდებარეობს, ხოლო პატარა პლანეტები – ვენერა, მერკური და დედამიწა – მზესთან უფრო ახლოს.
გაგრძელება იქნება...6309 8-ს მოსწონს |
დასანანია ამხელა ცივილიზაციის წყალში ჩაყრა. ახლაც იგივე საშიშროება გვემუქრება, თუ გონზე არ მოვალთ სასწრაფოდ.