x
image
ეკა ლაცკა
..და მიდიოდა იესო ქალაქად... ბზობის დღესასწაული. რა უნდა ვიცოდეთ შარშანდელი და ახალი ბზის შესახებ

..და მიდიოდა იესო ქალაქად...

ზეიმით ეგებებოდა დიდი თუ პატარა... გამოსული სანახავად ღმერთკაცისა...

შეჰხაროდნენ, ადიდებდნენ ...

ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა...


ზოგი პალმისა ტოტებს — ბაიას მიაგებებდა...

თან „ოსანას“ შესძახოდნენ...

ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ გაივლიდა სულ რამდენიმე დღე და ისევ ეს ხალხი, დღეს გამოსული ასეთი სიხარულითა და ყიჟინით, ხმამაღალი და სასტიკი ხმით დაიძახებდა :

" ჯვარს აცვი ეგე"...

ბზობის დღესასწაული ამ სახარებისეული ისტორიის გახსენებაა და აღდგომის წინა კვირას აღინიშება. ამ დღეს ტაძრებში წირვა აღევლინება. შარშანდელი ბზა უნდა დაიწვას შინ და უმჯობესია ნამწვავი ყვავილების ან ხის ირგვლივ იქნეს მობნეული.

სახლში მიტანილი ახალი ბზა კი უნდა მოვათავსოთ ხატებთან. ის ერთგვარი გამოხატულებაა - ქრისტეს სადიდებელი.

"ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა"...


image

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0