x
image
ეკა ლაცკა
ტიბეტი და ტიბეტელი ბერების საოცარი სიბრძნე - "თუ ცხოვრებაში ბედნიერებას დაეძებ, მაშინ"...

ტიბეტი ... ერთერთი საინტერესო და მისტიური მხარე...

გამორჩეული და მრავალფეროვანი კულტურითა და მდიდარი ისტორიით. ის ბუდისტებისათვის ისეთივე წმინდა ადგილად ითვლება, როგორც ისრაელი - ქრისტიანეთათვის...

image

აი, რამოდენიმე ფაქტი, რომელიც მის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით:

*ადრე ტიბეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მისი ანექსია ჩინეთმა 1949 წელს მოახდინა. ამ ანექსიას ემსხვერპლა ათასობით ტიბეტელი; განადგურდა 6, 000-ზე მეტი მონასტერი და ციხე-კოშკი.
ტიბეტი დღემდე უშედეგოდ იბრძვის დამოუკიდებლობისათვის.


*ტიბეტში მთვარის კალენდარს იყენებენ და იგი 60 წლიან ციკლს მოიცავს.

* ცეკვა - ტიბეტის კულტურის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ხშირად ტიბეტელები ცეკვით ჰყვებიან ისტორიებს და გადმოსცემენ ემოციებს.

image


*ტიბეტელები სტუმრისადმი პატივისცემას კისერზე დეკორატიული ნაჭრის ე.წ. „კატის“ მოხვევით გამოხატავენ. „კატა“ შეიძლება იყოს ყვითელი ან თეთრი; მოქარგული ან სადა.

*ყველაზე ცნობილი ტიბეტური კერძი არის წამფა. ჩასუიმა კი ტრადიციული ტიბეტური სასმელია, რომელიც მზადდება ჩაის ფოთლებით, იაკის რძითა და მარილით.

* სწორედ აქ, ახლოს, მდებარეობს ყველაზე მაღალი მწვერვალი, ევერესტი, რომლის სიმაღლე სიმაღლე 8848 მ. -ია

image

*ტიბეტელები გარდაცვლილი ადამიანის სხეულს მთის მწვერვალზე ტოვებენ, რომელსაც შემდგომში ფრინველები ჭამენ. მათთვის, ეს სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოა....

...

თუ ცხოვრებაში ბედნიერებას დაეძებთ აუცილებლად გამოგადგებათ ის საოცარი სიბრძნე, რომელსაც ტიბეტელი ბრძენები ასე აყალიბებენ:

image


1. ისაუბრეთ დინჯად, იფიქრეთ სწრაფად

2.მხოლოდ მაშინ თქვით “მიყვარხარ”, როდესაც ეს სიმართლეა

3.როდესაც ამბობთ “ვწუხვარ”, უყურეთ ადამიანს თვალებში

4.არ დასცინოთ სხვის ოცნებებს

5. ხშირად წარმოთქვით გონებაში საყვარელი ლექსის სტროფები

6. როდესაც აგებთ, ამით ჭკუა ისწავლეთ და წაგება სარგებლობას მოგიტანთ

7. პატარა კონფლიქტით არ შეარყიოთ დიდი მეგობრობა.

8. ყოველდღე ცოტა ხნით მაინც დარჩით მარტო

9. დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია

10. თქენი ცოდნა ბავშვებს გაუზიარეთ. ეს ერთადერთი გზაა უკვდავებისაკენ.

11. დედამიწას მოუფრთხილდით. არ დაანაგვიანოთ

12. არასდროს შეაწყვეტინოთ, როდესაც გეპირფერებიან

13. ნუ მისცემთ რჩევას მოვალეობის მოხდის მიზნით

14. წელიწადში ერთხელ გაემგზავრეთ ისეთ ადგილას, სადაც ჯერ არ ყოფილხართ

15. თუ დიდ ფულს იშოვით, დაეხმარეთ მათ, ვისაც ჯერ ვერ უშოვია

16. გახსოვდეთ, ზოგჯერ სასურველის მიუღწევლობაც გამართლებაა

17. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია

18. სამყარო არც ბოროტია, არც კეთილი; მისთვის სულერთია, არსებობთ თუ არა თქვენ

19. შეეცადეთ, ყველა მოვლენისგან რაღაც სულ მცირე სიამოვნება მაინც მიიღოთ

20. გახსოვდეთ, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნებათ

21. ნუ შეიჩვევთ ბოღმას

22. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ

23. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენეთ, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნებით, ესეც არ გექნებათ

24. იცხოვრეთ დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს.

25. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა.


image





0
5925
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
5925
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0