x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კახა ბენდუქიძე - დიადი ქართველის დიადი სიტყვები, ფრაზები და ციტატები

1956 წლის 20 აპრილს დაიბადა გამორჩეული ქართველი, ბიზნესმენი, ბიოლოგი, მეცნიერი, ქველმოქმედი... კახა ბენდუქიძე.

image

-

მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა

  • 1977 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
  • 1977 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
  • 1977 - ჩაირიცხა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
  • 1980 - მუშაობა დაიწყო პუშჩინოში განლაგებულ მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და მიკროორგანიზმების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად.
  • 1985 - სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე.
  • 2002 - გახდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) პროფესორი
  • 1988 - შექმნა გაერთიანება „ბიოპროცესი“.
  • 1991-დან - ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება „ნიპეკს“.
  • 1992 - სათავეში ჩაუდგა „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს.
  • 1994 - 1998 - გემთმშენებელი გაერთიანება „ალმასის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
  • 1996 – შექმნა „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“
  • 1996 - 2000 - იყო „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“–ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.
  • 1996 - 2000 - ხელმძღვანელობდა „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს.
  • 2000 - დაინიშნა „ურალმაშის“ გენერალურ დირექტორად.
  • 2004 – დაასრულა ბიზნესსაქმიანობა
  • 2004, 2 ივნისი - 17 დეკემბერი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
  • 2004, 17 დეკემბერი - დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.
  • 2008, 1 თებერვალი – დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსად.
  • გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა

image

რჩეული ციტატები:

  • რეფორმები არის ომი, ომი არაეფექტურობასთან.
  • ყველაფერი რასაც ირგვლივ ხედავ არის ადამიანების შექმნილი. სახელმწიფოსი კი არა, ადამიანების.

  • ცოდნა, შრომა, თავისუფლება.

  • რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის) ადამიანი თავისი შრომის შედეგს. რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა.


  • ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

  • ეკონომიკა ყველა ადამიანის მოქმედების შედეგია და არა ქარხნებისა თუ ფაბრიკების.

  • არავითარ შემთხვევაში საშუალო სკოლაში სწავლის მთავარი მიზანი არ შეიძლება იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება – ეგ მთლიანად ამახინჯებს სასწავლო პროცესს.

  • თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?

  • იუდა რომ ვყოფილიყავი ქრისტეს არ გავყიდიდი, შევეცდებოდი სხვანაირად მეშოვა ფული.

  • დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე არ ჩამოყალიბდება სახელმწიფო. საზღვრების მქონე ტერიტორია შეიძლება ჩამოყალიბდეს, სახელმწიფო - არა. ერი-სახელმწიფო უფრო სხვა არის, ვიდრე შემოღობილი ტერიტორია.

  • კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია ზომიერი იყოს. ან შენ ამარცხებ მას, ან ის ამარცხებს ქვეყანას.

  • არ მგონია დღეს არსებობდეს გონიერი ეკონომისტი, რომელიც იტყვის, რომ ინფლაცია ეკონომიკის განვითარებას ხელს შუწყობს, ეს ზღაპარია.

  • ვატყობ, რაც კი ნაგავიადამიანი მინახია ცხოვრებაში, ყველა ახლა დაიწყებს ტყუილების შეთხზვას და ზღაპრების მოყოლას. თქვენ ამის ნაწილს უკვე ხედავთ, ნაწილს კიდევ ნახავთ - თან უფრო დიდ ნაწილს. ასე რომ მოემზადეთ.

  • ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ, ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი - სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისთვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანული დანადგარით დაიბეჭდება. ამას ახლა გლობალიზაცია ეწოდება - კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა.

  • სისულელეები წერეთ, მაგრამ ქართული ანბანი გამოიყენეთ.



    image



--------------------------------------------

ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი

--------------------------------------------

იხილეთ ავტორის სხვა საინტერესო სტატიები

--------------------------------

culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!

--------------------------------

ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს

--------------------------------

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა

--------------------------------

U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!

--------------------------------

''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა

--------------------------------

სინგაპურმა - ლიდერმა ქვეყანამ საერთაშორისო განათლების სფეროში საღეჭი რეზინები, როგორც სკოლაში, ისე მთელ ქვეყანაში აკრძალა

--------------------------------

ჭკვიანი კაცის ქცევის 15 წესი

--------------------------------

სტილის 10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან

--------------------------------

მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება

--------------------------------

0
1185
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0