საზოგადოებრივი განჯა-ყარაბაღის კულტურა 2019, 20 აპრილი, 5:48 კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 4000 წწ.), ხოლო ლეილა თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200). ჩრდილოეთი ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (3700 - 3000), რომელიც სწორედ ლეილა თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდეგ კი ჩამოყალიბდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.). თრიალეთის კულტურის შემდგომ, სამხრეთ კავკასიაში ყალიბდება კიდევ ერთი იბერო-კავკასიური კულტურა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.) მას სხვანაირად ასევე ეწოდება ხოჯალი-გადაბაის კულტურა. დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ეს კულტურა ვრცელდებოდა ყარაბაღის ტერიტორიაზე და იყო ჩამოყალიბებული თრიალეთის კულტურის ხალხის მიერ, ყოფილი თრიალეთის კულტურის ტერიტორიაზე, რომლებიც იბერო-კავკასიელები იყვნენ. ეს აღმოჩენა პირველად გაკეთდა 1920-იან წლებში საბჭოთა არქეოლოგების მიერ. აქაური მოსახლეობის მთავარი საქმიანობა გახლდათ მესაქონლეობა, მსხვილფეხა საქონლის მოშენება. ასევე კარგად იყო განვითარებული მიწათმოქმედება და მეტალურგია. მგანჯა-ყარაბაღის კულტურის სამარხებში აღმოჩენილია უამრავი დანა, ბრინჯაოს მახვილები, ისრები, ნაჯახები, შუბები და ა.შ. აღმოჩენლია ძალიან საინტერესო ნაკეთობები, მაგალითად ქამრები, რომლებიც გაფორმებულია მითოლოგიური და ნადირობის სცენებით. ასევე უამრავია რკინის იარაღი. ამ ხალხს სავაჭრო ურთიერთობები და კავშირები ჰქონდათ ასევე მესოპოტამიის მაშინდელ ხალხთან. დღესდღეობით უამრავი არტეფაქტი განჯა-ყარაბაღის კულტურიდან, ინახება რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, კერძოდ ერმიტაჟის მუზეუმში. კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე265 1-ს მოსწონს
|