x
image
ეკა ლაცკა
უგონო მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ... - რატომ გადაიდო იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი
გორის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო სხდომა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით უნდა წარმართულიყო, ბრალდებულის ცუდად ყოფნის მიზეზით გადაიდო.

9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე შე­უძ­ლოდ გახ­და. მას­თან სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს.

რო­გორც იაგო ნე­ბი­ე­რი­ძის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ პა­პოშ­ვი­ლი განმარტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მე­ტყვე­ლე­ბა გა­უ­ჭირ­და და ის კონ­ტაქ­ტში არ შე­მო­დიოდა.

"უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყო, მაგ­რამ არ და ვერ ლა­პა­რა­კობ­და " - აღნიშნა ადვოკატმა.


საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 33 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით იქნა დაკავებული.

მას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას.

ნე­ბი­ე­რი­ძეს ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.image
შემდეგი სასამართლო სხდომა 2 მაისს, 12 საათზე გაიმართება.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0