საზოგადოება „არ მიკვირს, ისიც რომ არ ათქმევინეს, ჩვენით გადმოვხტით 9 მეტრის სიმაღლიდანო“ 2019, 19 აპრილი, 15:14
„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული 2 მუშა ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. ერთი მუშა, რომელიც უფრო მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში რჩება. მუშების ამ განცხადებას აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ასე აფასებს:
„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული 2 მუშა ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს. ერთი მუშა, რომელიც უფრო მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში რჩება. არ მიკვირს, ისიც რომ არ ათქმევინეს, ჩვენით გადმოვხტით 9 მეტრის სიმაღლიდანო. # ასეა, წინააღმდეგობა ძალიან რთულია და არც გაემტყუნება ადამიანებს, რომლებიც დღეს იბრძვიან გადარჩენისთვის და ყოველდღიური სარჩოსთვის. 2-3 წლიანი გაწელილი სასამართლო პროცესები, თუნდაც მოგებული, დიდი შვება ვერ იქნება მათთვის, როცა ეს 2-3 წელი როგორ ირჩინოს თავი, არ იცის. # თან პასუხი ცხადია: კანონი ავალდებულებს კომპანიას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაავალდებულოს მუშები მათ მოხმარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშა არ უნდა დაუშვან სამუშო არეალში(არც ხელფასი გადაუხადონ თუნდაც). შემთხვევა საღამოს 5 საათისთვის მოხდა, ანუ დღე ისე გავიდა, რომ მუშებს მთლი დღის განმავლობაში არ ეკეთათ დამცავი ბაგირები, ჩაფხუტები, შესაბამისი სასიგნალო ეკიპირება და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო სივრცეები მთელი დღის განმავლობაში არავის შეუმოწმებია. არათუ ერთი დღე, დედაქალაქის ცენტრში, ქვეყნის მთავარ მოედანზე არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს და დღემდე ერთ სახელმწიფო უწყებასაც არ შეუმოწმებია. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. პასუხი რა არის, ყველამ ვიცით. ეს ხომ ივანიშვილის საკუთრებაა და მონიტორინგი როგორ უნდა გავუბედოთ. ბიძინამ თავად უკეთ იცის ყველაფერი. 107 4-ს მოსწონს
|