საზოგადოება "ჩემი ნიკუშა აღარ მყავს, თავს ვერ ვპატიობ, დავაგვიანე და მეათე კლასელი მიწას მივაბარე" - მევლუდ მელაძე 2019, 19 აპრილი, 0:50 15 აპრილს მომხდარ საზარელ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა, რომელიც დღეს დაკრძალეს. ავარიის დროს გარდავლილი ბიჭი მამა მევულდ მელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ განცდებზე წერს. "ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე . მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას"- წერს მევლუდ მელაძე. 15 აპრილს, თბილისის შემოგარენში მომხდარ საზარელ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა და დაშავდა 3 ახალგაზრდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 16 წლის ახალგაზრდა, "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის ვაჟია. ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ამავე თემაზე: "ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა"722 2-ს მოსწონს
|