![საქართველოს ტახტის მემკვიდრე სრულ
ნდობას უცხადებს ქართულ
მართლმსაჯულებას image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201904/20190418222610USER_ID.jpg)
საქართველოს სამეფო სახლი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს დავით ბაგრატიონის შემდეგ განცხადებას “მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური, პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ.მათ წარმოშვეს ძალიან დიდი და რთული ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია რასაც ისინი ავრცელებენ.მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას.ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები.არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს." აღნიშნული განცხადება დათარიღებულია 2019 წლის 18 აპრილს.
ან ეს ჯინჯილები, რომ დაუკიდია არცერთ ბრძოლაში ეს არ შემხვედრია.
ცალსახად არა მონარქიას, ეს არ და ვერ იქნება ლეგიტიმური მონარქი, რადგან საქართველოს ბოლო მეფეები არ იყვნენ ერთიანი საქართველოს მონარქები.
რატომ ვუჩხიკინებთ ნაღმს, როცა მისი გაუვნებელჰყოფა არ ვიცით. ოდიშის სამთავროს აღდგენა, რომ მოითხოვონ დადიანებმა, გურიელებმა გურიის სამთავროსი ხომ იქნება ლეგიტიმური მათი მოთხოვნა?!
შევეშვათ ამ მეფობანას თამაშს, პატრიარქსაც აწევს ამათი შეუღლების გამო ცოდვა...