x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სტალინის პოპულარობა რუსეთში მატულობს-ცნობილი ადამიანების კომენტარები
imageბოლო წლებში რუსეთში სტალინის პოპულარობა კიდევ უფრო იზრდება და ამჟამად არნახულ მასშტაბს მიაღწია, Левада-центр-ის გამოკითხვის თანახმად სტალინის როლს ქვეყნის ცხოვრებაში გამოკითხულთა 70% დადებითად აფასებს.რა აზრი აქვთ ამის შესახებ ცნობილ რუს ადამიანებს?

image

რამზან კადიროვი(ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი)



"წყეული იყოს უკუნისით უკუნისამდე".




"ყოვლისშემძლე ალაჰის ნებით, ტირანმა და პირსისხლიანმა სტალინმა სამარცხვინოდ დაასრულა თავის ცხოვრება. "

image

ვლად ტოპალევი(რუსი მომღერალი, ჯგუფი Smash!!-ის ყოფილი სოლისტი)



"ახლა რომ სტალინი იყოს, კარგად ვცხოვრობდით, ქვეყანა ფეხზე იდგა", ასე მგონია, ვინც ამას ამბობს, მოისმინეს საკმაოდ ჩლუნგი ადამიანებისგან და ისინიც იმეორებენ, სინამდვილეში კი არ იციან ვინ იყო ეს პიროვნება."


image

სერგეი ბარიშევი(თეატრის და კინოს მსახიობი)



"აშკარაა, როცა მის პირადულს თვალს ადევნებთ, საშინელებაა. რასაკვირველია, ამაზე არავინ კამათობს.მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით თუ მივუდგებით, გაიგეთ, რომ არა ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, მრეწველობა, მაშინ ასეთი ქვეყანა არ იარსებობდა. არც საბჭოთა კავშირი და არც რუსეთი. ისტორიული თვალსაზრისით, ეს არის ფიგურა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიო ფილოსოფიაზე, სოციუმზე. რასაკვირველია, ეს იყო იდეალისტური მისწრაფება, რომ აშენებულიყო სამართლებლივი საზოგადოება, მაგრამ დღეს არ არსებობს არცერთი სოციალური მოდელი, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია "



image

ქსენია სობჩაკი(რუსი პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი)



"არცერთ ადამიანს არ ჩაუდენია საკუთარი ხალხის მიმართ იმდენი დანაშაული რაც სტალინმა ჩაიდინა, ცალსახად სტალინი არის სისხლიანი ჯალათი და დამნაშავე, ერთმნიშვნელოვნად მტერი, რუსების, უკრაინელების, ბელორუსების, ლიტველების, ქართველების და ყველა ხალხის".

image

ვლადიმერ პოზნერი(საბჭოთა და ამერიკელი ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი)



"ჩემი შეხედულებით, ფაქტობრივად ჰიტლერისგან არაფრით განსხვავდება, ორივე აბსოლუტური ძალაუფლებისკენ მიილტვოდა, ორივე დიქტატორი იყო და ორივემ საკუთარი მიზნების მისაღწევად საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს."



image

იური ლოზა(მუსიკოსი, მომღერალი.კომპოზიტორი)



"არ მჭირდება სტალინის ქება, რომლის დროსაც ჩემი ორი პაპა დახვრიტეს და ბებიაჩემი რვა წლის განმავლობაში ყარაგანდას მახლობლად კატორღას ხეხავდა. შემდეგ ყველაზე რეაბილიტაცია მოვიდა, გვითხრეს, რომ ყველანი კარგები იყვნენ და ცუდი არაფერი ჩაუდენიათ .მაგრამ, მიუხედავად ამისა ეს ხალხი ხომ აღარ არის. აქედან გამომდინარე, ნუ მიმტკიცებთ, რომ სტალინის დროს კარგი იყო."



ასევე დაგაინტერესებთ

image

ნიკოლაი ეჟოვი - იგივე "რკინის სახალხო კომისარი" და "სისხლიანი ქონდრისკაცი". შს სახალხო კომისარიატის მეთაური სტალინის სურვილების მთავარი შემსრულებელი იყო, მას სურდა ისტორიაში შესულიყო, როგორც "რუსი მარატი"(საფრანგეთის რევოლუციის მოღაწე), მაგრამ სიდაბლის(155სმ) და რაქიტული აგებულების გამო შეარქვეს მეტსახელი "სისხლიანი ქონდრისკ...


საბჭოთა კავშირის დაშლის და მის შემდგომ პერიოდში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად განიხილებოდა სტალინის პირადი მზარეული და მომვლელი, ვალენტინა ისტიომინა, როგორც სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მე-3 ე.წ. "საიდუმლო ცოლი", თავის დროზე ამ კითხვას პასუხი სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ფელიქ ჩუევთან (რუსი პოეტი)საუბარში გასცა:"შემდეგ ...


BBC-ის ეთერში სტუდენტმა ფიოლა ლალიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ხელი შეუშალეს საბჭოთა კავშირს აეშენებინათ კომუნიზმი და აღნიშნა გეგმიური ეკონომიკის უპირატესობა.ასეთი კომენტარის გამო შეშფოთება გამოხატა ცნობილმა ისტორიკოსმა ორლანდო ფაიჯესმა, რომელმაც განაცხადა, რომ განათლების თანამედროვე ს...


75 წლის წინ, 7 ნოემბრის დღესასწაულის აღნიშვნის დღეებში კრემლში, სპასკის ჭიშკრიდან გამოსულ სამთავრობო მანქანას ცეცხლი გაუხსნა მამაკაცმა, რომელიც სამთავრობო დაცვამ ადგილზევე დააკავა.სულ რამდენჯერ დაესხნენ თავს ბელადს ლიკვიდაციის მიზნით? ამას ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში შეიტყობთ. *** 1933 წელს სტალინი კინაღამ ბომბის მსხვერპლი გახდა, რომელიც ხიდის ქვეშ იყო დამო...

1933 წლის 15 სექტემბერს ჰენრიხ იაგოდამ სტალინს აცნობა, რომ ლენინგრადში აღმოაჩინდა "პედარასტების საზოგადოება".სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ გამოავლინა რამდენიმე პედარასტების დაჯგუფება, "რომლებმაც შექმნეს სალონების ქსელი, თავშესაფარი და სხვა ორგანიზებული ფორმირებები, იმისთვის, რომ მომავალში ეს...

0
353
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0