საზოგადოება "ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა" 2019, 18 აპრილი, 13:11 15 აპრილს, თბილისის შემოგარენში მომხდარ საზარელ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა და დაშავდა 3 ახალგაზრდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 16 წლის ახალგაზრდა, "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანის ვაჟია. ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნულ შემთხვევას ეხმაურება ჟურნალისტი ეკა ხოფერია. "ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, ვერც ვერაფერს ვწერ სალომეს და მევლუდის ტრაგედიაზე. ღმერთო მიეცი ძალა არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან.... საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა"- წერს ეკა ხოფერია. სოციალურ ქსელში ამ საზარელი ავარიის დეტალების შესახებაც წერენ. "14-16 წლის 4 ახალგაზრდა მოწყდა 200 კმ/სთ-ით... ნიკუშა უკან იჯდა და დაიღუპა, მეორე უკან მჯდომი მე-3 სტადიის კომაშია და მძღოლს არაფერი ჭირს". 760 1-ს მოსწონს
|