x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139045
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
რა იყო სინამდვილეში საყდრისის ბორცვზე, საყდრისის საიდუმლო

იყო თუ არა საყდრისი დიდი ეროვნული საგანძური, თუ ის მხოლოდ სპილენძის მოპოვების ადგილი იყო და ისიც დროებით.

image

2006 წელს ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სენსაციური აღმოჩენის შესახებ აცნობა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებს.

საქართველოში, ქვემო ქართლში აღმოჩენილია უძველესი ოქროს მაღარო და მისი ასაკი 500 000 წელია. საყდრისის შესახებ ბევრი პრესტიჟული სამეცნიერო კონფერენცია ტარდებოდა, ჩამოდიოდნენ უამრავი ქვეყნიდან მკვლევარები. წამყვანი ტელევიზიები დოკუმენტურ ფილმებს უძღვნიდნენ მისი უნიკალურობიდან გამომდინარე მისი კვლევისთვის გამოიყო ფონდი 800 000 ევრო.

image

მოგიყვებით საყდრისის შესახებ, შევეცადოთ გავნრკვეთ თუ რას წარმოადგენდა მაშონდელი მსოფლიო და იმ მსოფლიოში საქართველო. კონკრეტულად საყდრისი. აქ ადამიანებმა ოქროს მოპოვება არც მეტი არც ნაკლები 500 000 წლის წინ დაიწყო და თითქმის 700 წელი გრძელდებოდა. დაგარწმუნებთ მის სიძველეში თუ გეტყვით რომ ეს ხდებოდა კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლამდე, მეტიც ქრისტეს დაბადებამდე, რომის იმპერიის დაარსებამდე, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქამდე, საერთოდ უფრო მეტიც იბერიის სამეფოს შექმნამდე, ტროას ომამდე, არგონავტების ლეგენლამდე, ეგვიპტური პირამიდების აგებამდე, ლურსმული დამწერლობის შექმნამდე, და წარმოიდგინეთ ამ დროს არ არსებობდა სახელმწიფოები . ეს იყო შუმერების პირველი დასახლებები, ეს კაცობრიობის ხანაა, ადრე ბრინჯაოს ხანა.

image

image

მეცნიერების აზრით ეს ბორცვი პრეისტორიული ხანის ბევრ საიდუმლოს ინახავდა, გათხრების დროს გეოლოგებმა შემთხვევით უძველესი გვირაბი გადაჭრეს, მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს რომ ეს გვირაბები იყო უძველესი ოქროს მაღაროები . ეს იყო კვლევა ჯერ 1987 წელს. თეიმურაზ მუჯირის ჯგუფის მიერ. ის ოქროს მოპოვების სამუშაოებს 22 მ სიღრმეზე აწარმოებდა. მოგვიანებით უკვე 2006 წლიდან ქართულ- გერმანელმა ექსპედიციამ დაიწყო არქეოლოგიური კვლევა. აქ აღმოჩენილი უამრავი რიყის ქვა იყო. რომლითაც აკეთებდნენ უროებს. და ამ უროებით ამტვრევდნენ ოქროს შემცველ კვარცს.მისი პირველი მომპოვებლები.

image

მეცნიერები ასკვნიდნენ, რომ აუცილებელი იყო ამ სიძველის არქეოლოგიური შესწავლა. მეცნიერები მიხვდნენ, რომ აღმოაჩინეს უძველესი მაღარო, სადაც ათასეული წლების წინ მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ. ნაპოვნი ქვები კი გათვლილი იყო ვიწრო დერეფნებში სამუშაოდ. აქ იყო ძალიან ვიწრო ღარები სადაც მხოლოდ ბავშვი თუ შეეტეოდა .

image

მისი სივიწროვიდან გამომდინარე, აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჟანგბადი . რადგან პირველი მაღაროელები ცეცხლით მუშაობდნენ გერმანელი მეცნიერები ვარაუდობენ რომ მაღაროში ჰაერს საბერველებით ტუმბავდნენ. ნამდვილად რომ დახვეწილი ტექნოლოგიაა იმ დროისათვის.

image


ხის ნახშირი, მისმა პოვნამ გააოგნა მეცნიერები ცეცხლის გამოყენებით მაღაროელები განსაკუთრებით მაგარ ქანს არბილებდნენ, ხოლო შემდეგ ქვით ამტვრევდნენ.დარბილებულ ქანს უროებით ამტვრევდნენ, შემდეგ ამოჰქონდათ ზედაპირზე და ფხვნიდნენ. წყალში ატარებდნენ და გამოარჩევდნენ სუფთა ოქროს.

image

მათ გამოიკვლიეს ეს ნახშირი და ის 5 000 წლისაა, ეს ნამდვილად სენსაციაა .

გერმანულმა ექსპედიციამ ნამდვილად მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო აღმოაჩინეს. მათ შეძლეს ლეგენდარული “ოქროს საწმისის " ლეგენდის დადასტურება .

image

ძვ. ეგვიპტეში მხოლოდ 1000 წლის შემდეგ დაიწყო იქროს მოპოვება . მომუშავე ჯგუფი სულ უფრო მეტ პრეისტორიულ ნივთს პოულობდა. კედლებზე ჩაღრმავებები მოწმობს რომ ისინი მხოლოდ ქვის უბრალო ჩაქუჩით ამტვრევდნენ კვარცის ქანს . მსოფლიოში საყდრისი უძველესი მაღაროა და თან ერთადერთი სადაც ეს ტექნოლოგიები გამოიყენებოდა. ახლა ისღა შეიძლება გამოიკვლიონ, თუ სად მიჰქონდათ ოქრო და შეუდგნენ მსოფლიოში ნიმუშების შედარებას.

image

თუმცა სახელმწიფო ამ ციკლს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან 30 მ სიღრმეზე ცეცხლის დანთება შეუძლებელი იყო რადგან უჟანგბადოდ შეუძლებელი იქნებოდა მუშაობა. ხოლო უცუცხლოდ ქანის დარბილება წარმოუდგენელი.

imageimage

ამიტომ საყდრისს მოეხსნა ისტორიული ძეგლის სტატუსი და გამოიტანეს დასკვნა, რომ აქ სპილენძის მოპოვების ადგილი იყო და ისიც დროებით . და ცოტახანში არქეოლოგების ნაცვლად ტრაქრორები გამოჩნდნენ.

ასევე დააინტერესებთ

ტყეები

image

მაჩუ-პიქჩუს ქალაქის მითები და ლეგენდები

image

აცტეკები მსხვერპლს ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ მკერდიდან

image

3
14587
7-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
14587
  
2019, 18 აპრილი, 18:22
მაშ :)) ასეთ თემებს არ ვტოვებ :))
2019, 18 აპრილი, 18:02
ჩაგიკითხავს ;)
2019, 18 აპრილი, 17:35
500,000 წლის მაგივრად 5,000 უნდა გეწეროს :)
0 1 3