საბუნებისმეტყველო მაჩუ-პიქჩუს ქალაქის მითები და ლეგენდები 2019, 4 აპრილი, 23:19 ინკების რელიგია მიუხედავად იმისა, რომ ინკები საკმაოდ ტოლერანტულები იყვნენ, მათ მიერ დაპყრობილი ხალხების რელიგიების მიმართ, მაგრამ მაინც აიძულებდნენ მათ ეღიარებინათ სახელმწიფო რელიგია. ინკების იმპერია თეოკრატიული იყო, (ანუ, როდესაც სახელმწიფოს რელიგიური ადამიანი მართავ. ) რომლის სათავეშიც იდგა საპა - ინკა. რომელიც მზის ღმერთის შვილად ითვლებოდა. ყოველი ბრძოლისას ინკები მთავარ ღმერთებს შესაწირს უძღვნიდნენ. მზის ღმერთის შვილისადმი მიძღვნილი ერთერთი დღესასწაული იყო ინტი რაიმი, რომელიც ცხრა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს საპა ინკა მოიმარაგებდა აკაჩიჩას - სიმინდის ლუდს . ინკების მითოლოგია უამრავ ისეთ ამბავს და ლეგენდას შეიცავს. ბევრი ერთმანეთში არეული ლეგენდა არსებობს - მანკო კაპაკის - ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ. განსაკუთრებით რაც მის დაბადებას და კუსკოს სამეფოს დაარსებას შეეხებოდა. ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო კირაჩოკას ძე. მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთის ინტის ვაჟი. რომელიც იშვა ტიტიკაკას ტბის სიღრმეში. ასევე უამრავი მითი არსებობს მანგო კაპაკის ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ ერთი მათგანის თანახმად მანკო კაპაკი და მისი ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ ინტის შვილები . ამავე მითს თუ დავუჯერებთ ისინი მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე : ერთ დღეს ისინი გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხით ხელში მოევლინნენ სამყაროს . მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი, იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულით ისინი წავიდნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტოს ტაძარი. ასევე დააინტერესებთ : აცტეკები მსხვერპლს ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ მკერდიდან ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ 6 რამ, რაც თქვენს ორგანიზმს ჰორმონებს მატებს და სიხარულს იწვევს 312 შეფასება არ არის
|