საბუნებისმეტყველო სიცოცხლე ოკეანეში 2019, 3 თებერვალი, 0:37 დედამიწის ყველაზე დიდ ეკოსისტემას ოკეანე წარმოადგენს. ოკეანის წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზებით. აქ თითოეული სახეობა თავის შესაფერის საარსებო გარემოს ეგუება და საკვებს მოიპოვებს. კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ოკიანეს სიღრმე, რომლის კლებაც წყალქვეშა ცხოველებისა თუ მცენარეების საარსებო გარემოს ცვლილებებას იწვევს.
ტემპერატურა
ოკეანური წყლების კონკრეტულ არეალში ცოცხალი ორგანიზების მრავალფეროვნებას ტემპერატურა განსაზღვრავს. კლიმატური ცვლილებების დროს, სახეობები იძულებული არიან, საარსებო გარემო შეიცვალონ და გაცილებით ხელსაყრელი ჰაბიტატი იპოვონ.
ენდემური სახეობები ენდემურს განეკუთვნებიან ისეთი სახეობები, რომლებშიც მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე ბინადრობენ და სხვაგან არსად გვხვდებიან. მაგ. ზღვის ზღარბი. მხოლოდ ატლანტის ოკეანის ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. 500 მეტრის სიღრმემდე მზის სხივი 500 მ სიღრმემდე აღწევს, რაც წყალქვეშა ცოცხალ რგანიზმებს დღის განმავლობაში ხედვის საშუალებას აძლევს. 4 000 მ სიღრმემდე მზის სხივები არ აღწევს, რის გამოც წყალქვეშა მცენარეების საარსებოდ არასაკმარისი სინათლეა. ასეთ სიღრმეზე საკვებიც ნაკლებია. 6 000 მ სიღრმის ქვეშ. ასეთ სიღრმეზე ოკეანის სანგრებში ძალიან ცივა და წყლის წნევაც მაღალია. ზღვის ბინადართაგან 80 სახეობა გადაშენების პირასაა ოკეანის სინათლის ფენა ყველაზე თბილი და საკვებით მდიდარი ზონაა. სინათლის ფენაში მზის სხივები კარგად აღწევს, რაც წყალმცენარეთა განვითარებისთვის სავსებით საკმარისია. საკუთარი სინათლე ბნელი წყალქვეშა ადგილების ბინადარ ცოცხალ ორგანიზმებს შეუძლიათ, საკუთარი სინათლე ბიოლუმინესცენციით შექმნან. ასეთ თევზებს სპეციალური შუქწარმომქმნელი ორგანოები ე. წ. ფოტოფორები აქვთ. ფოტოფორები მომწვანო ფერის შუქს ასხივებენ.რაც ინდივიდებს მსხვერპლის მოზიდვასა და მტაცებლის დაფრთხობაში ეხმარება. ოკეანური ზონები ცოცხალ ორგანიზმთა სიმრავლე ოკეანეებში დამოკიდებულია წყლის სიღრმეზე. რაც უფრო ღრმაა ოკეანე, მით უფრო რთულდება ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობები: ნაკლებია სინათლე, უფრო ცივა და წყლის წნევაც მაღალია. 100 1-ს მოსწონს
|