საბუნებისმეტყველო არიან თუ არა შავი კატები მართლა ავი სულები? 2019, 14 ივლისი, 23:07 რატომ უყვართ კნუტებს თამაში?კნუტები იმიტომ თამაშობენ, რომ გაერთონ, თამაში კარგი ვარჯიშიც არის. ოთხი კვირის ასაკიდან ისინი ელქობას იწყებენ, კნუტები ერთმანეთთან თამაშითა და ჩხუბით ისინი სხვა ცხოველებთან ურთიერთობას სწავლობენ.რამდენ ხანს სძინავთ კატებს? კატებს დღეში დაახლოებით 16 საათს სძინავთ. ბევრი მათგანი დღის განმავლობაში ისვენებს, განთიადზე და ღამით კი ყველაზე აქტიურია. კატებს თათებით კნუტების აყვანა არ შეუძლიათ, ამიტომ ამას პირით აკეთებენ. დედა თავის კნუტს ქეჩოში, პირს ჩაავლებს და ასე მიჰყავს. ამგვარი მგზავრობა კნუტს ზიანს არ აყენებს.რატომ კრუტუნებენ კატები? კატები, როგორც წესი, მაშინ კრუტუნებენ, როცა თავს კარგად გრძნობს. ხმას მათი გულმკერდის სასუნთქი კუნთები გამოსცემენ. თუ კატას, რომელიც ხმამაღლა კრუტუნებს, ხელს დაადებთ, რხევას შეიგრძნობთ. შინაურ კატას სირბილი 50 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია. შავი კატები მართლა ავი სულები არიან?რა თქმა უნდა არა! მრავალი წლის წინ ზოგიერთ ქვეყანაში სჯეროდათ : თითქოს ავსულები შავი კატის სახეს იღებდნენ და გრძნეულებს ჯადოქრობაში ეხმარებოდნენ.შეიძლება ძაღლისა და კატის მეგობრობა? შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ერთმანეთს პატარა ასაკში გაიცნობენ. კნუტი და ლეკვი თუ ერთად გაიზრდებიან, ისინი შესანიშნავი მეგობრები იქნებიან. თუმცა ზრდასრულმა ძაღლმა შეიძლება კატას დევნა დაუწყოს. კატაც ხშირად ბრჭყალებს აჩენს და უცნაურ ხმებს გამოსცემს. რას სვამენ კნუტები? ისინი დაბადებიდან პირველ რამდენიმე კვირას დედის რძით იკვებებიან. 4 კვირის შემდეგ ისინი იწყებენ წყლის დალევას.ეხერხებათ თუ არა კატებს ხეზე ცოცვა? მათ შესანიშნავად შეუძლიათ არა მარტო ხეზე, ცოცვა. ყველაფერზე შეუძლია აცოცება სადაც მოჭიდებას შესძლებს. კატები ერთობ გონიერი ცხოველები არიან.რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები? შინაური კატების უმრავლესობა 12- 15 წელს ცოცხლობენ. ზოგიერთი კი 20 წელსაც აღწევს რაც იგივეა რაც ადამიანმა 100 წელს იციცხლოს. ერთ ერთმა ყველაზე ბებერმა კატამ 38 წელი იცოცხლა.187 2-ს მოსწონს
|