x
image
ზოგადი განათლება
„ზნეობა“ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ - „რუსთავი 2-ის'' ეზოში ტელეკომპანიის დახურვას მოითხოვენ

ამ წუთებში, რუსთავი 2-თან ორგანიზაცია ''ზნეობა'' საპროტესტო აქციას მართავს. აქცია რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის ლიდერებმა დააანონსეს.

image

ტელეკომპანიის ეზოში შეკრებილმა აქტივისტებმა, რომელთა შორის სასულიერო პირებიც არიან, რუსთავი 2-ის დახურვა მოითხოვეს. პარალელურად ისინი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო მოწოდებებითაც გამოდიან.



აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ რელიგიის და ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული არხის დახურვა არსებული ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება.



აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის საფუძველი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ქმედება გახდა, რა დროსაც მან გადაცემა კვირის აქცენტების მიმდინარეობისას რელიგიური რიტუალი შეურაცხყო. კერძოდ ხელში ფუნჯით და ქილაში ჩასხმული წყლის პკურებით კურთხევის პაროდია გააკეთა.


რელიგიის შეურაცხმყოფელ ფაქტად შეფასდა არხის ეთერში გასული მუსიკალური ნომერიც, სადაც მომღერალი თავზე ეკლის გვირგვინით რეპავდა.







2
601
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
601
  
2019, 18 აპრილი, 15:18
ტელევიზიის ანკესზე წამოგებული ხალხი(
2019, 18 აპრილი, 1:23
ტერორი რელიგიის სახელით
0 1 2