x
image
ელენე გუმა
გაფრთხილება !!! - მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პირობების გაუარესების შესახებ იტყობინება.


მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.


მათივე ინფორმაციით, ზღვაზე მოსალოდდნელია 3-4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.



"16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ–ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს."- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.



გავრცელებული ინფორმაციით, წვიმიანი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.


image



0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0