საზოგადოება პროექტის - „მაკულიტერატურა“ ფარგლებში, სკოლებს შორის შეჯიბრი დაიწყო 2019, 17 აპრილი, 15:33 ![]() სკოლებს შორის შეჯიბრი, რომელიც მიზნად ხეების მოჭრის სანაცვლოდ, არსებული რესურსის გამოყენებას ისახავს, უკვე დაიწყო. თბილისის 137-ე საჯარო სკოლამ უკვე ჩააბარა 500 კილოგრამი მაკულატურა, რომლის შეგროვებაშიც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც იყვნენ ჩართულები. მაკულატურის სანაცვლოდ ბავშვებმა სრულიად ახალი სასურველი წიგნები მიიღეს. „პალიტრა L-ის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეჯიბრი სკოლებს, საშუალებას აძლევს, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის საინტერესო და სასურველ წიგნებში და გაამდიდრონ სკოლის ბიბლიოთეკა. ![]() თვეში ერთხელ, დათქმულ დღეს მაკულიტერატურის მანქანა ესტუმრება სკოლას, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეეძლებათ, ადგილზე მოიტანონ ძველი ქაღალდები, რვეულები, წიგნები; ჩააბარონ და იქვე აირჩიონ სრულიად ახალი, სასურველი წიგნები. თითოეული სკოლის მიერ მაკულატურა ბარდება თვეში ერთხელ - როდესაც შეგროვდება მინ. 500 კგ. ბარდება ქაღალდი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი; არ ბარდება - მუყაო, ცელოფნის ფაილი, ბაინდერი. ![]() გარდა იმისა, რომ მოსწავლეები თუ მასწავლებლები შესაბამისი კილოგრამების მიხედვით, მიიღებენ ახალ წიგნებს, ივნისის ბოლოს დაჯამდება თითოეული სკოლის მიერ ჩაბარებული მაკულატურის რაოდენობა და გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა მთავარი პრიზი- 2019 წელს, „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული ყველა სასკოლო ასაკის ლიტერატურული წიგნი. ![]() „პალიტრა L-ის“ პროექტი - “მაკულიტერატურა“ უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მოსახლეობას ძველი, უსარგებლო ქაღალდების სანაცვლოდ სრულიად ახალ, სასურველ წიგნებს სთავაზობს. მაკულატურის სათანადოდ გამოყენება და გარემოზე ზრუნვა კომპანიების სოციალურ- კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. 15 3-ს მოსწონს
|