x
image
ელენე გუმა
"პროვინციალი ჯუჯები!, თქვენი ქვეყანა კვდება შიმშილით! "- ნიკა გვარამია ქართველ ბიზნესმენებზე
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელის თანახმად, ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას.


გვარამია მათ მოუწოდებს, ღატაკი თანამოქალაქეები დააპურონ, თორე ნოტრ- დამს მოუვლიან როგორმე მათზე დიდი ბიჭები!


"ქართველმა ბიზნესმენებმა, ნოტრდამის აღდგენაში მივიღებთ მონაწილეობასო.

ქაჯები და გოიმები, პროვინციალი ჯუჯები! თქვენი ქვეყანა კვდება შიმშილით! ღატაკი თანამოქალაქეები დააპურეთ, ეგაა მადლი, ნოტრდამს მოუვლიან როგორმე თქვენზე დიდი ბიჭები! "-წერს გვარამია.



15 აპრილს საღამოს 18:50-ზე პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ისტორიის მქონე ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო.

ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.


ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.


საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი "კ და ქართული სპირტები" ძეგლის აღსადგენად €10, 000-ის გადარიცხვას გეგმავს.


image



0
463
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0