x
image
მანჩო 777
რომის პაპმა წყალს და მეწყერს გაატანა ფარისეველი ქრისტიანები
კათოლიკურ აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ვნების კვირის დაწყების წინ რომის პაპი ფრანცისკი პირველად გამოვიდა წინასააღდგომო ტრადიციული საჯარო ქადაგებით. პონტიფიკმა თავის სიტყვაში გულმოწყალება და პატივისცემა გამოხატა მორწმუნეების მიმართ, თუმცა ამავე დროს ის საკმაოდ მკაცრი და უკომპრომისო იყო მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში.



image



ვატიკანის ხელმძღვანელმა მისთვის დამახასიათებელი მანერით გააკრიტიკა ხალხში არსებული ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები და ამასთანავე მრევლს მისცა რჩევა როგორ უნდა ებრძოლონ მათ. პაპის გამოსვლას წითელ ხაზად გასდევდა ის, რომ უკეთესია იყო ათეისტი, ვიდრე ფარისეველი მორწმუნე.


"ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს წარმოაჩენენ, როგორც არაჩვეულებრივად რელიგიურს და ღმერთთან დაახლოებულს. ისინი რეგულარულად დადიან ტაძრებში, ლოცულობენ, ძალიან უყვართ სხვებს მიუთითონ შეცდომებსა და ცოდვებზე, მაგრამ თავად ისეთ რამეს სჩადიან, რომლის გამოც მათი მოკვეთაც კი შეიძლება ეკლესიისგან", - განაცხადა პონტიფიკმა.




image



''არსებობს კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა-ფარისევლები. მათ ძალიან უყვართ ხალხის თანდასწრებით ლოცვა, მზად არიან ეს გააკეთონ ქუჩაში, ოღონდაც კი მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება. სამწუხაროდ, ბევრ ქრისტიანს არ ესმის, რომ ლოცვა უბრალო ლაყბობა არაა. ისინი თუთიყუშებივით იმეორებენ ტაძრის წინ ერთი და იგივე დაზეპირებულ სიტყვებს. მათ არ იციან, რომ უნდა ილოცო არა ხმით, არამედ გულით'', - გვმოძღვრავს წმინდა მამა.


შემდეგ თავის ქადაგებაში ფრანცისკი შეეხო მშობლების და შვილების ურთიერთობას. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი და მოზარდი გრძნობს თავს მარტოსულად. ეს იმის ბრალია, რომ მშობლები ვერ იცლიან მათთვის და ყურადღებას არ აქცევენ შვილებს.

"შვილებთან ჩახუტება და მათთან საუბარი ყველანარი სევდის საუკეთესო წამალია, "-აღნიშნა პონტიფიკმა.



image


თავის გამოსვლაში რომის პაპმა მოუწოდა კათოლიკეებს, მსოფლიოს იმგვარად მოუარონ, როგორც დედა ზრდის და ექცევა თავის შვილებს. მან აღნიშნა, რომ ადამიანების უმეტესობა ძალიან სულსწრაფია და დღევანდელი დღით ცხოვრობს. აქ პაპმა იგულისხმა ის ხარბი ადამიანები, რომლებიც მომხვეჭელობის სენით არიან შეპყრობილი და სულაც არ ადარდებთ გარშემომყოფთა ბედი.

"გმირობის გამოვლინება არა გულუხვი შემოწირულობაა, არამედ თანაგრძნობა, სიკეთე და გულისხმიერება. იმისთვის, რომ ერთმანეთთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ, სულაც არაა აუცილებელი გვქონდეს ერთი და იგივე რელიგია. უნდა ვიყოთ მომთმენები და გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას გააჩნია საკუთარი თვალსაზრისი, '' - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა.



image



რომის პაპის ბრძნული შეგონება ყურადსაღებია როგორც სხვადასხვა რელიგიის და კონფესიის ადამიანებისათვის, ასევე ათეისტებისთვისაც. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე ლოცულობ: ყველაზე მთავარია იყო ადამიანი. ღიმილი და მხარდაჭერის სიტყვები ხომ უნივერსალურია მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის. სწორედ ასევეა უნივერსალური პონტიფიკის შეგონებანი - ისინი ცარიელი სიტყვები როდია, მათში დიდი აზრია ჩადებული - ის გვასწავლის, როგორ გავხდეთ უფრო კაცთმოყვარეები, მიმტევებლები, როგორ ვაკეთოთ სიკეთე და ვიურთერთობოთ სხვა რელიგიის და შეხედულების ადამიანებთან.



0
135
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0