საქართველო კრწანისი ერეკლე II- ის დროს და კრწანისი შევარდნაძის დროს, რა შედარებას აკეთებს ედუარდ შევარდნაძე მემუარებში 2019, 16 აპრილი, 12:07 (სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით) “ ვილა მთებში " ასე უწოდა ერთმა საზღვარგარეთელმა ჟურნალისტმა ჩემს ახალ საცხოვრებელს თბილისში.![]() თელეთის ფერდობები ჩემი პირადი დაცვისთვის გამუდმებული სადარდებელი გახდა. სახლი რომელშიც ვცხოთრობდი შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენს იმ ნებისმიერი მსროლელისათვის, რომელიც შეინიღბება ეკლიან ბუჩქებში. დაცვა მარწმუნებდა, იქ შეიძლება ფარულად გამართო არათუ ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი შაშხანა, არამედ თვით ქვემეხიც კი, და ერთი პირდაპირი გასროლით ნანგრევებად აქციო მთელი შენობაო . მცველები სულ უფრო დაბეჯითებით მოითხოვდნენ კაბინეტი სხვა შენობაში ან საძილე ოთახში გადაგვეტანა . ან საერთოდ დამეტოვებინა ეს სახლი. კრწანისი ქართული თერმოფილეა, 1795 წლის სექტემბერში აქედან ახლოს ქართველთა მეფის ერეკლე მეორის ლაშქარი შეება ირანის შაჰის აღა - მაჰმად - ხანის არმიას. ბრძოლა უთანასწორო იყო . ჯარი რომ გადაერჩინა ერეკლე მეორემ გადაწყვიტა იგი კავკასიონის მთისწინეთში, და არიერგარდის დაცვა დაავალა მხედრებს მდინარე არაგვის ხეობიდან . ![]() მოზარდობა, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე “ საზიზღარი " ასაკია შვილის წერილი ემიგრანტ დედას, სულით ხორცამდე შეგძრავთ “ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჯონ მალკოვიჩმა საქართველო ძალიან კარგად იცოდა" ზურა მჭედლიძე 645 1-ს მოსწონს
|