x
image
Teklamaisuraze
შვილის წერილი ემიგრანტ დედას, სულით ხორცამდე შეგძრავთ

გამარჯობა დედა!

დღეს 14 წლის გავხდი!

მამამ საჩუქრად ახალი კაბა მიყიდა, მთელი დღეა სარკეში ვიხედები და წარმოვიდგენ, როგორ მეხმარები ამ კაბის მორგებაში...

image

დედას ღიმილი გაქვსო, მეუბნევიან,

მე კი დიდი ხანია შენს სახეზე ღიმილი აღარ შემიმჩნევია. კიმპიუტერის ეკრანიდან მძიმედ შემომხედავ ხოლმე.

თავს ძალას ატან და ცდილობ გაიღიმო, ...

არ გაგმოდის...

მერე სახეზე ხელებს აიფარებ და

მაშინ ალბათ ფიქრობ ჩემთან გატარებულ ყველა დღეზე. ასეთი დღეები კი ბევრია.

აღარც ტკივილზე ლაპარაკის ძალა შემოგრჩა, შენს ჩამქრალ თვალებში მარტო მე ვიკითხები.

შენი შვილი, რომელსაც უკვე გაეყინა სახეზე, შენი შეტოვებული ხელების სითბო.

ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოვტოვეთ მე და შენ ერთმანეთის ცხოვრებაში.

შენ გამოტოვე ჩემი პირველი დღე სკოლაში. პირველი ქულით მიღებული სიხარული, ჩემი პირველი სასკოლო ზეიმიც გამოტოვე, გამოტოვე პირველი სიყვარულის ნაპერწკლები ჩემს თვალებში, ...

ვგრძნობ როგორ ვეჩვევი ცხოვრებას შენს გარეშე, მერე წარმოვიდგენ რა იქნება წლების მერე, როცა სახლში დაბრუნდები.

კედლებს უჩენობის სუნი უფრო მძაფრად აქვს ვიდრე შენი გამოგზავნილი ფულით ნაყიდი საღებავის.

შენი სახლი შენს სახლს აღარ გავს დედა...მამაც დიდი ხანია მიეჩვია უშენობით გამოწვეულ სიცარიელეს,

ვიყურები სარკეში და წარმოვიდგენ, როგორ დგახარ აქ ჩემს გვერდით, და ვიღიმი, მთელი ძალით ვიღიმი.

მეც შენსავით არ გამეყინოს, სახეზე ემოციები.

“ მე შენ მიყვარხარ " მოგონებებთან და მონატრებასთან ერთად ვიმეორებ ამ სიტყვებს . რომ არ გახუნდეს, ობი არ დაიდოს, რომ არ გაცვდეს...

გადაგეჩვიე დედა .

ლიზიკო ჯანელიძე

ასევე დააინტერესებთ

მოზარდობა, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე “ საზიზღარი " ასაკია

image

“ ბიბლიის აპლიკაცია" სიახლე ონლაინ სამყაროში

image

გერმანელი პილოტი, რომელსაც “ შეშლილ მაიორს " უწოდებდნენ, აეროშოუს დგამდა, ომი ჰაერში

image

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0