x
image
intermedia.ge
Mediator image
როგორ დავწეროთ ბესტსელერი: ჯოან როულინგის ”ჯადოსნური ფორმულა”
image


ბევ­რი დამ­წყე­ბი მწე­რა­ლი ოც­ნე­ბობს და­წე­როს წიგ­ნი, რო­მე­ლიც ბესტსე­ლე­რი გახ­დე­ბა. წიგ­ნი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ცნო­ბილ მწერ­ლა­დაც გაქ­ცი­ოთ. თუ ჯერ არ და­გი­წე­რი­ათ ბესტსე­ლე­რი, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ნიჭი არ გაქვთ. თუ წერა კარ­გად გა­მოგ­დით და საკ­მა­რი­სი ნე­ბის­ყო­ფა გა­გაჩ­ნი­ათ, რა­ტომ არ უნდა სცა­დოთ?


ამ შანსს “გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L” გაძ­ლევთ, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ახა­ლი მწერ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რე­ბად ქცე­ვა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. (წა­ი­კი­თხეთ დაწ­ვრი­ლე­ბით) თუ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­წყვი­ტეთ და არ იცით, სა­ი­დან ან რო­გორ და­ი­წყოთ ბესტსე­ლე­რის წერა, ეს რჩე­ვე­ბი ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ.


ჯოან რო­უ­ლინ­გი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რია! „ჰარი პო­ტერ­მა“ მწე­რალს მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა და მი­ლი­ო­ნე­ბი მო­უ­ტა­ნა.


ჯოან რო­უ­ლინ­გი:


- ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც „ჰარი პო­ტე­რის“ პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა, ყვე­ლა მხრი­დან და­მა­ყა­რეს კი­თხვე­ბი: „რო­გორ დავ­წე­როთ ბესტსე­ლე­რი?“ თა­ვი­დან, მე გუ­ლახ­დი­ლად ვპა­სუ­ხობ­დი ყვე­ლას, რომ არ ვიცი. რომ უბ­რა­ლოდ, დავ­წე­რე წიგ­ნი ბიჭ­ზე, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­თი და შე­საძ­ლოა ბე­დი­თაც - მე მგავ­და... მაგ­რამ ჩემი არა­ვის სჯე­რო­და.


ყვე­ლა თვლი­და, რომ მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის ჯა­დოს­ნურ ფორ­მუ­ლას ვფლობ­დი, რო­მე­ლიც ჰა­რი­ზე მუ­შა­ო­ბის დროს გა­მო­ვი­ყე­ნე. გა­დი­ო­და წლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დიდი მცდე­ლო­ბი­სა, გუ­ლახ­დი­ლად მო­მე­ყო­ლა, თუ რო­გორ ვმუ­შა­ობ­დი წიგნ­ზე, ისევ და ისევ ერ­თსა და იმა­ვე შე­კი­თხვას მის­ვამ­დნენ: - „რო­გორ დავ­წე­როთ ბესტსე­ლე­რი?“


ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც, ამან იმ­დე­ნად გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, რომ სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი: „ თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ასე ჯი­უ­ტად გე­კი­თხე­ბი­ან ერ­თსა და იმა­ვეს, იქ­ნებ გე­ცა­და ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა?“ და გა­ვი­ფიქ­რე: იქ­ნებ მარ­თლაც არ­სე­ბობს რა­ღაც ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც ჩემს წიგ­ნებ­შია ჩა­დე­ბუ­ლი და მე ის ვერ შე­ვამ­ჩნიე?


და­ვი­წყე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. გა­და­ვი­კი­თხე სა­კუ­თა­რი წიგ­ნე­ბი არა რო­გორც ავ­ტორ­მა, არა­მედ რო­გორც მკი­თხველ­მა. წა­ვი­კი­თხე სხვა მწერ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბე­ბიც და ახლა უკვე მგო­ნია, რომ ასე­თი ფორ­მუ­ლა ვიცი.


მაშ, ასე! რო­გორ დავ­წე­როთ ბესტსე­ლე­რი


1. და­ვი­წყებ იქი­დან, რომ არ არ­სე­ბობს შე­ზღუდ­ვა ჟან­რის არ­ჩე­ვი­სას. ბესტსე­ლე­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რის წიგ­ნი. რო­მა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი - დო­კუ­მენ­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, მკი­თხველ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს კი­თხვის დროს. მკი­თხვე­ლი ძა­ლი­ან მალე შე­წყვეტს რთუ­ლი და გა­ურ­კვე­ვე­ლი ტექ­სტის კი­თხვას.


ად­გილს და დროს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რაც უფრო დიდი მო­ცუ­ლო­ბი­საა წიგ­ნი, მით მეტი შან­სი აქვს ბესტსე­ლე­რად იქ­ცეს. მთა­ვა­რია, მკი­თხვე­ლის გული მო­ი­გოთ.


2. გან­სა­ზღვრეთ მკი­თხველ­თა აუ­დი­ტო­რია


პირ­ველ რიგ­ში, თქვენ უნდა წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ვინ წა­ი­კი­თხავს თქვენს წიგნს. ეცა­დეთ თქვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი მკი­თხვე­ლე­ბის (თუ გყავთ ასე­თი) ჯგუფ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და­აგ­რო­ვოთ.


3. და­სა­წყის­ში­ვე მი­ე­ცით მათ გა­მო­ცა­ნა (სა­ი­დუმ­ლო, თავ­სა­ტე­ხი), რო­მელ­საც მხო­ლოდ ბო­ლოს გახ­სნით.


თქვენ მკი­თხველ­თა ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­ი­პყროთ. პირ­ველ სამ თავ­ში მათ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სა­ი­დუმ­ლო წა­რუდ­გი­ნეთ. გახ­სოვთ, რო­დის შეხ­ვდა პირ­ვე­ლად ჰარი პო­ტე­რი და­უ­ძი­ნე­ბელ მტერს? - პირ­ველ რო­მან­ში. და რო­დის იყო მათი უკა­ნას­კნე­ლი შეხ­ვედ­რა? მარ­თა­ლია, - სულ ბო­ლო­ში. ამას­თან, არა­ვინ იცო­და (არც მე) რით დამ­თავ­რდე­ბო­და ეს შეხ­ვედ­რა.


ამი­ტომ გახ­სოვ­დეთ, რაც უფრო სა­ინ­ტე­რე­სო სა­ი­დუმ­ლო-თავ­სა­ტეხს შეს­თა­ვა­ზებთ და­სა­წყის­ში მკი­თხველს, მით უფრო დიდი ინ­ტე­რე­სით წა­ი­კი­თხა­ვენ თქვენს წიგნს.


4. ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა


გა­იხ­სე­ნეთ მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გან­გიც­დი­ათ. ღა­მით, ძი­ლის წინ, თქვენ წვე­ბით სა­წოლ­ში და ოც­ნე­ბობთ თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვარ რა­მე­ზე. აქ­ცი­ეთ თქვე­ნი წიგ­ნი „ად­გი­ლად“, სა­დაც თქვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის ოც­ნე­ბე­ბი ახ­დე­ბა.


5. აჩუ­ქეთ მკი­თხველს ახა­ლი სამ­ყა­რო


ამის­თვის უნდა შექ­მნათ ახა­ლი სამ­ყა­რო. დიახ, უნდა შექ­მნათ და არა შეც­ვა­ლოთ არ­სე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს კარ­გად ცოდ­ნა არ მის­ცემს მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­გი­ჯე­როთ. ისი­ნი იტყვი­ან: მე აქ ვცხოვ­რობ და ვიცი, რომ მსგავ­სი რამ არ მოხ­დე­ბა.


მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, არარ­სე­ბუ­ლი სად­გუ­რი რომ მო­ვი­ფიქ­რე არ­სე­ბულ­ში. ან კედ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უხი­ლავ, მაგ­რამ არ­სე­ბულ სამ­ყა­როს მა­ლა­ვენ...


6. აგ­რძნო­ბი­ნეთ თავი და­უც­ვე­ლად


ამის გა­რე­შე არც ერთი დიდი რო­მა­ნი არ არ­სე­ბობს. მკი­თხველს აქვს სამ­ყა­რო, სა­დაც თავს კარ­გად გრძნობს, იცის, რომ ამ სამ­ყა­რო­ში მისი ოც­ნე­ბე­ბი ას­რულ­დე­ბა. უც­ბად, მას თავს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი ატყდე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მკი­თხველს კი არა, გმირს შე­ემ­თხვეს. სწო­რედ წიგ­ნის გმი­რია მკი­თხვე­ლის გიდი მწერ­ლის სამ­ყა­რო­ში.


შექ­მე­ნით გმი­რის­თვის დაბ­რკო­ლე­ბა, რომ­ლის გა­და­სა­ლა­ხად ის მკი­თხველ­თან ერ­თად იბ­რძო­ლებს, იტი­რებს, გა­ი­ცი­ნებს და გა­ი­მარ­ჯვებს.


მაშ, ასე! დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კუ­რი იწყე­ბა! კონ­კურ­სზე უნდა წა­რად­გი­ნოთ თქვე­ნი და­წე­რი­ლი, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის (რო­მა­ნი) პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე თავი (გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ტექ­სტი უნდა შე­ად­გენ­დეს 20-დან 50-მდე Word-ის გვერდს). ჟანრ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ. ასე რომ, და­ე­ლო­დეთ! დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პი­რო­ბებს სულ მალე ჩვე­ნი ვებგ­ვერ­დის: www.palitral.ge და ასე­ვე ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის - Palitra L Publishing -ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გებთ.


გა­უ­ზი­ა­რეთ სტა­ტია მათ, ვი­საც წერა ეხერ­ხე­ბა.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

1
31
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
31
  
2019, 25 აპრილი, 6:07
ვიფიქრებ ამაზე :3
0 1 1