x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონიაში ქალწულების რიცხვი მატულობს
image
იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც არ ჰქონიათ ინტიმური კავშირი მატულობს, ამ დასკვნამდე მივიდნენ ტოკიოს უნივერსიტეტის სპეციალისტები მას შემდეგ, რაც სპეციალური კვლევა ჩაატარეს, იუწყება
BMC Public Health.


კვლევაში მონაწილეობდა 11 ათასი ადამიანი, სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ 1992 წელს 18-დან 39 წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც ინტიმური კავშირი არასდროს ჰქონიათ ქალები 21, 7% -ს შეადგენდა, მამაკაცები კი 20%.


2019 წლისთვის კი ეს მაჩვენებლი გაიზარდა შესაბამისად- 24, 6% ქალებში და 25, 8%-ი კაცებში.


აღსანიშნავია, რომ ქალწულების რიცხვი არა მარტო ახალგაზრდებში გაიზარდა, არამედ იმათშიც ვინც 30 წელს გადაცდა.



ამასთანავე ტოკიოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალწულობას კარგავენ ძირითადად ძალზე მდიდარი ან ღარიბი იაპონელები, საშუალო ფენაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი, მთლიანად იაპონელები მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ სქესობრივი ცხოვრება რაც შეიძლება გვიან დაიწყონ.

0
811
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
811
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0