კახეთი ინტელექტუალურ თამაში ბროლის ბუს მოსაპოვებლად დედოფლისწყაროს გუნდს 1 ქულა დააკლდა 2019, 15 აპრილი, 13:04 კაჭრეთის „ამბასადორში“ ინტელექტუალურ თამაში „რა? სად? როდის?“ რეგიონალური ტურნირი გაიმართა. თამაშში, რომელსაც საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა, 36 შეკითხვა დაისვა, ქულათა მაქსიმუმი (27-27) დედოფლისწყაროსა და გურჯაანის გუნდებმა დააგროვეს. თანაბარი შედეგის გამო დედოფლისწყაროსა და გურჯაანის გუნდებს შორის სუპერფინალი შედგა და გამარჯვებული დამატებითი შეკითხვებით გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდს სიმბოლური პრიზი - ბროლის ბუ გადაეცა. კახეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი სახელად „გუშინ ექვსნი გურჯანელნი“ (კაპ. პაატა ჩახვაშვილი) გახდა. რეგიონალურ შეჯიბრში, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი, რომელიც ამიერიდან რეგულარულად ჩატარდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. 31 შეფასება არ არის
|