საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა და შეთავაზება ემიგრანტებს 2019, 14 აპრილი, 20:20 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემიგრანტებს მიმართავს და საკუთარი პრობლემების შესახებ სასაუბროდ გადაცემის სტუდიას სთავაზობს.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ყველა იმ ემიგრანტს, ვისაც სურვილი აქვს საკუთარ პრობლემებზე ისაუბროს, შეუძლია პოსტის ქვეშ დააკომეტაროს და აუცილებლად გამოახმაურებიან. "მოგესალმებით ყველას და განსაკუთრებით ემიგრანტებს. ემიგრანტებო, თუ გსურთ ნანუკას შოუში მონაწილეობის მიღება და თქვენს პრობლემებზე საუბარი გთხოვთ ამ პოსტზე დაგვიწეროთ კომენტარი. გელოდებით"- აღნიშნულია განცხადებაში. პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს, ძირითადად უარყოფითი. კომენტარებში ნანუკას ბოლო გადაცემის თემას უწუნებენ და აღნიშნავნე რომ იმ თემიდან, ემიგრანტების თემაზე გადასვლა სამარცხვინოა. ცნობისთვის, წინა გადაცემაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე ისაუბრეს, რა დროსაც სტუდიაში შელაპარაკებაც მოხდა. ზოგიერთი მომხმარებელი კი წერს, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აწუხებთ დასულაც არ სჭირდებათ სასაუბროდ ეთერის გამოყოფა. ![]() 44 1-ს მოსწონს
|