მამაკაცი 8 უცნაური ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ 2019, 18 აპრილი, 16:37
მამაკაცის სხეული ბევრ სიურპრიზს იტევს. ზოგიერთი თვისება მხოლოდ ქალებისთვის კი არა, თავად კაცებისთვისაც უცნობია.
სტატიაში გაგაცნობთ 8 ფაქტს, რომელიც კაცებს სხვა მხრიდან დაგანახებთ. 1. ნელა დაბერებამამაკაცის სახე ახალგაზრდულ ელფერს უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს, ვიდრე ქალის სახე. ეს იმიტომ, რომ კაცის სხეულიდან კოლაგენი უფრო ნელა გამოიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაოჭები შედარებით გვიან უჩნდება. თუმცა, იმის გამო, რომ როგორც წესი, მამაკაცები სახის კანს ნაკლებად უვლიან, მათი ბუნებრივი უპირატესობა თითქმის ნულამდე მცირდება.2. ლაქტაციის უნარიდიახ, სწორად წაიკითხეთ. კაცებსაც აქვთ სპეციალური ჯირკვლები, რომლებსაც რძის გამოყოფა შეუძლიათ. მაგრამ ლაქტაცია მამაკაცის ორგანიზმისთვის ანომალიად მიიჩნევა. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰორმონი პროლაქტინი წარმოიქმნება. ლაქტაცია შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული სახის სამედიცინო წამლებით, რომლებიც მიიღება გულის სტიმულირებისთვის, ლორწოვანი ჯირკვლისა და ჰიპოთალამუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ასევე ნარკოტიკ ოპიუმის გამოყენების ან ძლიერი შიმშილის გამო.3. სიმელოტეალბათ, სასიამოვნოა იმის გაგება, რომ სიმელოტის გენი გენეტიკურად დედისგან გადაეცემა ადამიანს. მაგრამ თმის დაკარგვის სხვა ფაქტორებიც არსებობს. თუ კაცის მამა მელოტი იყო, მისი გამელოტების შანსი 60%-ით იზრდება. თმის ზრდის ცვლილებაზე ჰორმონების აქტიურობაც მოქმედებს. ამას გარდა, სიმელოტის შანსს სტრესი და ცუდი კვება კიდევ უფრო ზრდის.4. პრემენსტრუალური სინდრომიშეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ მამაკაცების 26%-ს უწევს PMS-სთან გამკლავება. ამ დროს მამაკაცი უფრო მგრძნობიარე, გაღიზიანებული, მშიერი ხდება და შეიძლება მუცელიც სტკიოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემენსტრუალური სინდრომების დროს ზოგი კაციც იმავე ტკივილს უძლებს, რასაც ქალი.5. ქალური საწყისიყველა ადამიანმა თავისი არსებობა მდედრობით ჩანასახად დაიწყო. ინდივიდუალის სქესის დადგენაზე X და Y ქრომოსომები არიან პასუხისმგებლები. თუ ორი X ქრომოსომა მოხვდება ერთად, მაშინ გოგონა დაიბადება; ხოლო თუ X და Y ქრომოსომები შეერთდებიან, ბიჭი მოევლინება ქვეყანას. ჩასახვიდან პირველი 5-6 კვირის განმავლობაში Y ქრომოსომა უმოქმედოა. სანამ ის საკუთარი ფუნქციის შესრულებას დაიწყებს, ემბრიონი გოგოდ ვითარდება.6. კანის სისქეკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი მის კანს უფრო სქელს ხდის. მამაკაცის კანი დაახლოებით 25%-ით სქელია ქალისაზე. თუმცა, წლების გასვლასთან ერთად კაცის კანიც თხელდება, ქალისა კი იმავე სისქის რჩება მენოპაუზამდე.7. ადამის ვაშლიოდესმე დაინტერესებულხართ, რისთვის არის ადამის ვაშლი და რატომ აქვთ მამაკაცებს ის ქალისაზე დიდი? ქალებს ყელში მხოლოდ პატარა გამობურცული ადგილი - ფარისებრი ჯირკვალი აქვთ, რომლის მიზანიც ხმის იოგების დაცვაა. ფარისებრი ჯირკვალი ასევე განაპირობებს უფრო მაღალ ხმას ადამიანში. მოზარდობის წლებში, მისი კუთხე ბეჭდისებრ (ხახის) ხრტილთან ერთად აყალიბებს ადამის ვაშლს, რაც ადამიანის ხმას ცვლის გარდატეხის ასაკში. ეს "გარდამტეხი კუთხე" კაცებს უფრო პატარა აქვთ, რაც მათ ხმას უფრო დაბალს, ბოხს, გამობურცულ ადგილს კი უფრო დიდს ხდის.8. ფერების აღქმამამაკაცები ერთი ფერის ბევრად ნაკლებ ტონს აღიქვამენ, ვიდრე ქალები. ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ფერების აღქმას თვალის ბადურის კოლბისებრი მხედველობის უჯრედი განაპირობებს. ფერების შესახებ ინფორმაცია X ქრომოსომაში გროვდება და რადგანაც ქალებს 2 X ქრომოსომა აქვთ, ფერებს 2-ჯერ უკეთ აღიქვამენ, ვიდრე კაცები.ასევე დაგაინტერესებთ:1. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი 2. რატომ იზიდავთ მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა 3. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება 1073 4-ს მოსწონს
|