x
image
ელენე გუმა
"მაქვს ინფორმაცია,რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ..."- ნახეთ, რას წერს ნინო ჯღარკავა
ჟურნალისტი, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.


საქმე ეხება 9 აპრილს ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის არ მიწვევის ამბავს.


ეს ამბავი რამდენიმე დღე დიდი აჟიოტაჟის და სკანდალის მიზეზი გახდა.


როგორ ნინო ჯღარკავა წერს, მას აქვს ინფორმაცია რომ სალომე ზურაბიშვილმა შეცდომა თავად გამოასწორა და ეკა ბეჟანიშვილის დედა აუდიენციაზე ცალკე დაპატიჟა.


"მაქვს ინფორმაცია, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპული გმირი ეკა ბეჟანიშვილის დედა აუდიენციაზე ცალკე დაპატიჟა, ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომა თავად გამოასწორა! დიახაც, ძალიან მაგარი პრეზიდენტი გვყავს!"-წერს ჯღარკავა.


შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართულ მიღებაზე გამოსვლისას 9 აპრილს დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის გვარი არასწორად წაიკითხა როგორც ბეჟანაშვილი.

მიღებაზე არ იყვნენ მიწვეული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებიც.

ამასთან ერთად ავლაბრის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა 9 აპრილს დაღუპული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ჩამოთვლისას მისი შვილი არ უხსენებია.


image

0
1931
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1931
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0