საზოგადოება ხატია წერეთელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - "ისედაც ველოდი კბენას..." 2019, 14 აპრილი, 0:32 მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში "ვანოს შოუში" ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმაურება.
როგორც მოგეხსენებათ ნიკა გვარამიამ სტუდიაში ხატიაზე ისაუბრა და ის "ყურძენძუძუებად" მოიხსენია. მისი თქმით, სტრესის დროს ერთ-ერთი რაც შევლის, ხატია წერეთლის კლიპებია. "ხატია წერეთლის კლიპები და სიმღერა ეს არის მოვლენა. ვაფრენ რა. ეგეთი გოგო არ არსებობს. სრული სერიოზულობით რომ მსჯელობს რომ მომღერალია. ჯაზი რომ იმღერა. წარმოუდგენელი გოგოა ეთერიდან ვეუბნები. ამდენი ბედნიერება არც ერთ მომღერალს არ მოუტანია ჩემთვის. აი, ძაან დაგრუზული როცა ვარ, ხატია წერეთლის კლიპებს რომ შევხედავ რელაქსია უდიდესი. გოგოების გოგო ხარ ხატია, ჩემ თვალში" - თქვა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, გასანკუთრებით ბოლო კლიპია მაგარი შედევრალური. ხატია წერეთელმა ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ის ისედაც ელოდა "რუსთავი 2"- სგან კბენას და არც უკვირს. "ისედაც ველოდი რუსთავი ორისგან კბენას, რადგან ორი შემოთავაზებიდან როგორც ყოველთვის #TVიმედზე გავაკეთე არჩევანი. მიზეზი მარტივია, ყოველთვის უსიამოვნო სიურპრიზები გხვდება პრინციპში არ მიკვირს, რადგან ტელევიზიის შეფს თავად აქვს დასახვეწი ბევრი რამ. ყველა გადაცემაში ტუუუუუუუ რომ გჭირდება"- წერს ხატია. 1365 2-ს მოსწონს 1-ს არა
|