x
image
ელენე გუმა
"ბიძინას ძმა ჰყავდათ გატაცებული, მაინც და მაინც ნუ ჩამეძიებით საიდან ვიცი. "კაი ბიჭებისგან" მაქვს გაგონილი.“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ძმის შესახებ ისტორიას იხსენებს.


"დიდი მოურავი დაიკარგა".

არა რა გიორგი სააკაძე, ბიძინას ძმა. თვითონვე არ ამბობდა ერთი მოურავი კაცი ვარო.

90-იანი წლების პირველ ნახევარში "მოურავი ძმა" მოიპარეს და ბიძინას გამოსასყიდი შემოუთვალეს.


რამდენიმე დღეში მოსკოვის ცენტრში, "ტყავისკურტკიანებმა" ორი ქართველი ააგდეს და უნომრო მანქანებით პირდაპირ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მისაღებში მიიყვანეს. ამ ორიდან ერთი, არც მეტი არც ნაკლები, ტარიელ ონიანი იყო, ხოლო მეორე არანაკლები გავლენის აწ გარდაცვლილი სხვა ქურდი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) . მინისტრის კაბინეტში მათ ორი ადამიანი ელოდა. ერთი მინისტრი გრაჩოვი, მეორე ჩვენი ბიძინა, იგივე ბორისი, ივანიშვილი.

გრაჩოვმა, რუსული სალდაფონური ჟარგონით აუხსნა ონიანსაც და მეორესაც, რომ თუ ორ დღეში გამტაცებლები უფროს გრიგოლიჩს არ გაანთავისუფლებდნენ, ორივეს საქმე ცუდად იქნებოდა. უპატივცემულობის ნიშნად ორივე ქურდი ჟუკოვსკის სამხედრო აეროდრომზე მიიყვანეს და სატრანსპორტო თვითმფრინავით ვაზიანის ასევე რუსული ბაზის აეროდრომზე გადმოაფრინეს, რათა ისინი გამტაცებლებს დაკავშირებოდნენ და გატაცებული გაენთავისუფლებინათ.

ამ ისტორიაში საინტერესო ის არაა, რომ ბიძინას ძმა ჰყავდათ გატაცებული. არა, მაშინ ისეთი დრო იყო ყოველდღე ვიღაცას იტაცებდნენ. არც ქურდების ფაქტორია საინტერესო, ადამიანის დახსნაზე იყო საუბარი და რატომაც არა.

საინტერესოა - "აქა ამბავი ბიძინას და გრაჩოვის მეგობრობისა, აფხაზეთის ომის მიწურულს".

მაინც და მაინც ნუ ჩამეძიებით საიდან ვიცი. "კაი ბიჭებისგან" მაქვს გაგონილი."

image

0
606
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0