x
image
ელენე გუმა
" 2 ახალგაზრდა ექიმი კინაღამ დაგვეღუპა ავარიაში, მე თავად სასწაულით გადავრჩი..."
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ამოყირავებული მანქანების კამპანიას ეხმაურება.


როგორც ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში წერს, ის უფრო მეტ მანქანას დააყენებდა, რადგან მას უამრავი უაზრო ავარიის საშინელი შედეგი აქვს ნანახი.


"ამოტრიალებულ მანქანებზე მინდა დავწერო, მე კიდევ უფრო მეტს დავაყენებდი, იმიტომ რომ უამრავი უაზრო ავარიის საშინელი შედეგი მაქვს ნანახი, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ერთი დღე მაინც დარჩით ემერჯენსის განყოფილებაში ან რეანიმაციაში შეგატარებთ! 1 თვის წინ ჩემი 2 ახალგაზრდა ექიმი კინაღამ დაგვეღუპა, ასევე ავარიაში, მე თავად სასწაულით გადავრჩი. ყველანაირი გაფრთხილების მომხრე ვარ, რაც ადამიანს სიკვდილს შეახსენებს და სიცოცხლის ფასს შეაგრძნებინებს! ასეა ეს!"


სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ქალაქში განთავსებული ამოყირავებული მანქანებია აღბეჭდილი.


როგორც ცნობილია, ეს მანქანები ქალაქში არაერთ ადგილას დაამონტაჟეს და ერთი კამპანიის ქვეშ გააერთიანეს, რითაც მოუწოდებენ მძღოლებს, ფრთხილად იარონ.

თუმცა საზოგადოება მიიჩნევს რომ, ამგვარ ინსტალაციებს ავტობანებზე აკეთებენ და არა ქალაქში და ეს არის სიმახინჯე.


image


ამავე თემაზე:

"ერო, ყველაფერზე ნუ ღლიცინებ! ძალიან მძიმე მოვლენაა და არა საღლიცინო თემა!“ - გიორგი კალანდია


1
250
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
250
  
2019, 11 აპრილი, 15:05
ამას ვამბობდი მეც!!!!
0 1 1