x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში პოლიციამ რობოტი-მტვერსასრუტი დააკავა,რომელმაც "დანაშაული" ჩაიდინა
image
ორეგონის შტატის პოლიციაში შეტყობინება შევიდა, მოქალაქე იტყობინებოდა, რომ მისი სახლის აბაზანაში უცხო პირი შეიჭრა და ჩაიკეტა, ამის შესახებ
ამერიკული პრესა იტყობინება.


პოლიციის შერიფის განცხადებით, პოლიციაში დარეკა ქალმა, რომელიც იტყობინებოდა, რომ მის აბაზანაში უცხო პირი იმყოფება, სამართალდამცველები გამოძახებაზე ძაღლებთან ერთად გავიდნენ, მათ მართლაც, საპირფარეშოს კარის მიღმა უცნაური ხმები შემოესმათ. პოლიციელებმა რამდენჯერმე სთხოვეს უცხო პირს საპირფარეშოს დატოვება და ჩაბარება, თუმცა მათი მოთხოვნას დამნაშავე არ გამოეხმაურა.



15 წუთიანი "მოლაპარაკების" შემდეგ პოლიციამ მოიმარჯვა იარაღი და კარი შეანგრია, სადაც მათ ადამიანის ნაცვლად რობოტი-მტვერსასრუტი დახვდათ.

image



პოლიციელებმა მხრები აიჩეჩეს და ღიმილით დატოვეს "დანაშაულის" ადგილი, სერჟანტი დენი დიპიეტრო(Danny DiPietro) ამბობს, რომ ოფისში ახლაც ხარხარებენ ამ ამბავზე.


პოლიციამ Facebook-ზე სახუმარო პოსტი გამოქვეყნა რობოტი-მტვერსასრუტის ფოტოთი- „ყურადღება, იძებნება“.

0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0