x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სუნთქვისშემკვრელი საქორწილო ფოტოები - მორიგი უჩვეულო ტრენდი იაპონიიდან
image


როდესაც საქმე საქორწილო ფოტოსესიას ეხება, რთულია კარდინალურად განსხვავებული კონცეფციის მოფიქრება. ტოკიოელმა ფოტოგრაფმა - Haruhiko Kawaguchi ეს უდაოდ შეძლო. წყვილებს შორის უდიდესი ფიზიკური და სულიერი სიახლოვის აღსაბეჭდად, მან საკმაოდ ორიგინალურ ფორმას მიაგნო. ახალდაქორწინებული წყვილები არც მეტი, არც ნაკლები ვაკუუმის პოლიეთილენის ჩანთებში, ერთმანეთთან მჭიდროდ გადახვეულები, ერთგვარ "სიყვარულის ჭუპრში" განათავსა. "ხორციელი სიყვარული" - ასე უწოდა ფოტოგრაფმა ნამუშევრებს, რომლითაც მან მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

image

imageimage

ფოტოების შექმნის პროცესი მარტივი, თუმცა სარისკო იყო. იმისთვის, რომ პარკს სხეულის ზედაპირზე დაფიქსირების საშუალება ჰქონოდა, მოდელების სხეული ჯერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა, პოლიეთილენის ჩანთებიდან ჰაერი მთლიანად ამოიტუმბა, რის შედეგადაც შეყვარებული წყვილების სხვადასხვა პოზაში დაფიქსირება მოხერხდა.


image


image


როგორც ცნობილია, ამ სარიკო და ამავდროულად ორიგინალურ პროექტზე მუშაობისას, მედპერსონალც კი მობილიზებული იყო, წყვილებს სუნთქვის შეკავება ათი წამით უწევდათ, ამიტომ ყოველი ორი ფოტოს გადაღების შემდეგ პოლიეთილენის ჩანთები იხსნებოდა და პროექტის მონაწილეები ჟანგბადის ბალონებით მარაგდებოდნენ.




image

image

არსებული საფრთხეების მიუხედავად, კონცეფცია უფრო და უფრო პოპულარული ახალდაქორწინებულთა შორის ხდება, რომლებიც საქორწილო ფოტოების გადაღების უჩვეულო გზებს ეძებენ. "ქალები და კაცები ერთმანეთს იზიდავენ, სწორედ ამ მიზიდულობის წყალობით ისინი ერთ მთლიანობად იქცევიან, ჩემს ნამუშევრებში წყვილების ერთმანეთთან მიახლოებით, ვცდილობ ამ სიყვარულის ძალის ჩვენებას, შეყვარებულებს შორის მანძილი რაც უფრო ნაკლებია, სიყვარულის ძალა მათ შორის უფრო ძლიერია" - აცხადებს ამ არაორდინალური ფოტოპროექტის ავტორი.

image

0
524
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
524