საზოგადოება ჩემი რჩევა და უმორჩილესი თხოვნა ჩემ ქართველებს... - გურამ ქართველიშვილი 2019, 10 აპრილი, 15:37 დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია"ავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: – ___ ჩემი რჩევა და უმორჩილესი თხოვნა ქართველებს ____ ბიძინას იმდენი ვალდებულება აქვს იმპერიების წინაშე აღებული, რომ ის საქართველოს წისქვილზე აღარასდროს დაასხამს წყალს. ამიტომაც გამოხტა, გვპირდება "ოქროს მთებს"" და ისე უჭირს, რომ თვით ჯადოქარ ლელა კაკულიასაც კი აყვირებს --- საქართველოს ფაბრიკა -ქარხნებით მოფენილს ვხედაო. ისევ ცრუობს, რადგან საქართველოს განიავებაზე აღებულ ვალდებულებებს შესრულება ხომ უნდა. მას და მის გუნდს ხომ ეს ვალდებულებები ვალად ადევთ--- ამერიკელის და თურქის, არაბის თუ ირანელის, რუსის თუ ჩინელის, უკრაინელის თუ ინდოელის წინაშე. მან რომ ახლა ხელისუფლება დაკარგოს და გავლენა--- ამ ჩვენთვის სამშობლოზე და მისთვის უბრალოდ ბიზნეს ტერიტირიაზე ხომ დამუხრუჭდება ის ბარბაროსული ბიზნეს პროექტები რომლებიც ასე გვიჩანაგებს სახელმწიფოს ქართველებს? ხომ მოსთხოვენ მსოფლიო ლგბტ ფულის ტომარა ლობისტები ქართველთა გადაცისფრების შეუსრულებლობაზე პასუხს? ამიტომაც გაბოლებთ სრული ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და დასარიგებელი კარტოფილი და საარჩევნოდ ჩასაკუჭი 30 ლარები უკვე დახარისხებულ დათვლილი აქვს? 75 3-ს მოსწონს
|