საზოგადოება "ერო, ყველაფერზე ნუ ღლიცინებ! ძალიან მძიმე მოვლენაა და არა საღლიცინო თემა!“ - გიორგი კალანდია 2019, 10 აპრილი, 14:22 სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტო, სადაც ქალაქში განთავსებული ამოყირავებული მანქანებია აღბეჭდილი.
როგორც ცნობილია, ეს მანქანები ქალაქში არაერთ ადგილას დაამონტაჟეს და ერთი კამპანიის ქვეშ გააერთიანეს, რითაც მოუწოდებენ მძღოლებს, ფრთხილად იარონ.
ჟურნალისტი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება, რომელიც ამ კამპანიამ სოცქსელებში გამოიწვია . „ერო, ყველაფერზე ნუ ღლიცინებ! ვაკოპირებ ჩემი მეგობრის, დავით აბრამიშვილის სტატუსს – „ეს პროექტი არგენტინაში გააკეთეს წლების წინ და მაგარი შედეგი დადო… მერე ამ სარეკლამო კამპანიამ, თუ სწორად მახსოვ, ს კანის ლომიც მოიგო… ანუ რომ განვმარტო, ასეთ ინსტალაციებს დგამდნენ იმ ადგილებში, სადაც მძიმე ავარიები მოხდა… საქართველოში კი ყოველწლიურად იღუპება გზებზე უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე 2008 წლის ომში დავკარგეთ… შესაბამისად, თუკი ეს ინსტალაცია და სარეკლამო ბიზნესის ეს ნაბიჯი შედეგს დადებს, მხოლოდ მივესალმები და მაგარი იქნება“. ავტოსაგზაო შემთხვევები და ავტოკატასტროფები საქართველოში ძალიან მძიმე მოვლენაა და არა საღლიცინო თემა!“ თუმცა საზოგადოება მიიჩნევს რომ, ამგვარ ინსტალაციებს ავტობანებზე აკეთებენ და არა ქალაქში და ეს არის სიმახინჯე. თქვენ რას ფიქრობთ?? 375 2-ს მოსწონს
|