ტექნიკური პირველად ისტორიაში ადამიანმა ნახა ეკრანზე ის სიმბოლოები რაც კლავიატურაზე აკრიფა 2019, 10 აპრილი, 11:44 XX საუკუნის 60 იანი წლების მეორე ნახევარში სანფრანცისკოსა და სილიკონის ველზე ტექნიკური რევოლუცია კვლავაც გამალებით გრძელდებოდა. რადიოტექნიკური პროდუქციის, მიკროსქემების, ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ახალი ერა იწყებოდა. ასევე ვითარდებოდა ჰაკერთა კულტურა. მათ შორის იყვნენ როგორც ქსელის სპეციალისტები, ასევე სატელეფონო თაღლითები, მოყვარულები და ინჟინრები .
![]() ![]() ![]() ![]() პირველი კომპიუტერისათვის ვოზმა თავისი კალკულატორი, ჯობსმა კი, მანქანა გაყიდა. ამ პროცესში მათი კაპიტალი 1300 დოლარი იყო . ნახაზები და გეგმა . ვოზი ამბობდა, რომ კომპიუტერს თავისთვის აკეთებდა და როდესაც სტივმა მისი გაყიდვა შესთავაზა, სასაცილოდ არ ეყო . ვერ წარმოედგინა, რომ ამის ყიდვა ვინმეს მოუნდებოდა. მაგრამ როდესაც კომპიუტერი წარადგინეს ხელნაკეთი კომპიუტერების კლუბში, იქ ატეხილმა ფურორმა ვოზნიაკი დააფიქრა, რომ მან ღირებული რაღაც შექმნა. ყველაზე მნიშვნელოვნად მას მიაჩნდა, რომ შესაძლებელი გახდა, რომ კლავიატურის საშუალებით შეეყვანა მონაცემები, რომლებიც მომენტალურად აისახებოდა ეკრანზე. ასევე დააინტერესებთ სტივ ჯობსმა თავისი ბავშვური ონავრული გამოგონებით რომის პაპის გაშაყირება მოინდომა სტივ ჯობსი - ყველაზე მავნე ბავშვი მთელს სკოლაში, რომელიც რამდენჯერმე გახდა გარიცხვის კანდიდატი აიფონის გამომგონებელი, ბიზნეს გენია, ყველაზე ტრაგიკული ბავშვობით 68 შეფასება არ არის
|