ტექნიკური სტივ ჯობსი - ყველაზე მავნე ბავშვი მთელს სკოლაში, რომელიც რამდენჯერმე გახდა გარიცხვის კანდიდატი 2019, 9 თებერვალი, 10:35 ბუნებრივია მასზე გავლენა მოახდინა ასეთი პრობლემებით დაწყებულმა ცხოვრებამ. მისი მეგობრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სტივის საოცარი მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა დიდწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ცდილობდა უპირველესად მათთვის, ვინც მიატოვა დაემტკიცებინა ვინ იყო და რა შეეძლო. თავად სტივ ჯობსი კი ამას კატეგორიულად უარყოფდა. სტივი ვერ იტანდა, როდესაც პოლ და კლარა ჯობსებს მის ნამდვილ მშობლებად არ მოიხსენიებდნენ.
![]() “ ისინი ჩემი მშობლები არიან ასი პროცენტით. " სტივს 2 წელი რომ შეუსრულდა ჯობსებმა გოგონა იშვილეს და სახელად პატი დაარქვეს. 3 წლის შემდეგ მაუნტინ - ვიუში გადასახლდნენ. სტივი 8 წლის არც იქნებოდა მამამ ახალ სახლში ავტოფარეხი გამოუყო და უთხრა, დღიდან აქ იმუშავებო. პოლი მანქანებს არემონტებდა და ყიდდა. ასე შოულობდა საარსებო ფულს. სტივი თავის პირველ წლებს.“ ქავშვებით სავსე კვარტალში გავიზარდე. დედაჩემმა კითხვა სკოლამდე მასწავლა, ამიტომ მწყინდებოდა. და მე იქ ნამდვილ ტერორს ვაწყობდი. უნდა გენახათ ჩვენი კლასი. მასწავლებელი უკიდურესობამდე მივიყვანეთ. საკლასო ოთახში გველებს ვუშვებდით. ბომბებს ვაფეთქებდით. ჩემს მეგობართან ერთად ათას ონავრობას ჩავდიოდი. ერთხელ სკოლაში განცხადება გამოვაკარით.“ ხვალ ყველამ თქვენი შინაური ცხოველი სკოლაში მოიყვანეთ. " უნდა გენახათ მეორე დღეს რა ხდებოდა. ძაღლები დასდევდნენ კატებს და მასწავლებლები გულზე სკდებოდნენ. ![]() ![]() აიფონის გამომგონებელი, ბიზნეს გენია, ყველაზე ტრაგიკული ბავშვობით 93 შეფასება არ არის
|