სიახლეები ხალხური მეთოდები თავის ტკივილის დროს, ვიდრე გამაყუჩებელს დალევ 2019, 9 აპრილი, 22:31 1.როცა გადაიღლებით და თავი აგტკივდებათ, ნუ იჩქარებთ წამლის დალევას ნუ იჩქარებთ. შეგიძლიათ ტკივილი ლიმონით გაიყუჩოთ. ამისათვის ქერქს კარგად გააცილეთ შიდა თეთრი კანი, და მიიდეთ საფეთქელზე. ტენიანი მხრიდან. მალე კანზე ქერქის ქვეშ გაგიჩნდებათ წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და ქავილს დაგაწყებინებთ . თავის ტკივილი კი მალე გაივლის. ( ეს რბილობი ძირითადად წყლისა და ლიმონმჟავისაგან შედგება. შეიცავს შაქარს, A, B, D ვიტამინი. ქერქი მდიდარია ეთეროვანი ზეთით. ) 2. თავი რომ არ აგტკივდეთ უზმოზე უნდა სვა მწვანე მაგარი ჩაი. შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა და მიირთვათ უშაქროდ. 3. როცა შეტევა დაგეწყებათ დანაყეთ ქართული ნიორი . ბადეში შეახვიეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას. შეიკარით დაახლოებით 10 წუთით. შედეგს აუცილებლად მიიღებთ. გახსოვდეთ თუ უფრო დიდხანს დაიტოვებთ დაგიწითლდებათ და ლაქა დაგრჩებათ. 4.თუ სამწვერა ნერვის ანთება გაწუხებთ, ეს მარტივი მეთოდი გამოგადგებათ. კარგად მოხარშული კვერცხი უნდა გაიფცქვნას, და ბამბის ქსოვილში გახვეული უნდა დაიდოს მტკივან ადგილას. გაიჩერეთ მის გაცივებამდე. ეს ეთდჯერადი პროცედურა დაგიამებთ გაუსაძლის ტკივილს. ასევე დააინტერესებთ : თავი გტკივა? ამოვიცნოთ მიზეზები რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი არ ჭამს ალერგიულ დაავადებათა სახეები, რომელი ალერგიის მატარებელი ხარ
318 შეფასება არ არის
|