საქართველო ევროსაბჭოს წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება 2019, 9 აპრილი, 21:05 ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქვა სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებს მხარი დაუჭირა. ამ გენიალურ ქართველოს ევროსაბჭოს შენობის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან და ამ გენიალურ სიტყვებსაც(„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“) დააწერენ.
პარლამეტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის წინ. როგორც წესი სასახლის წინ ვარსკვლავები შექმნილია სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენთვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა გამონაკლისი საქართველოსთვის. სხდომათა დარბაზში როგორც წესი, კულტურული ელემენტები არ არის ხოლმე და თუ არის, ეს არის გამონაკლისი შემთხვევა. საქართველოსთვის ეს გამონაკლისი დაუშვეს და ხვალ იქნება ხალხური სიმღერა წარმოდგენილი ასამბლეის დარბაზში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხვალ სხდომათა დარბაზში პრემიერის გამოსვლამდე ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“ შეასრულებს“ ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკურ საქმიანობას ხელი 1988 წლიდან მოკიდა, 1995 წელს პარლამენტის თავჯმდომარედ ყოფნისას, ახალი საკანონმდებლო სისტემა შექმნა, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს ეფუძნებოდა. 1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში.
2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს 41 წლისა გარდაიცვალა.
რა იცის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის შესახებ?(იხილეთ ვიდეო)
19 შეფასება არ არის
|