საქართველო 9 აპრილის პოლიტიკური ვითარება, ,, ვისი ბრალი იყო?! " ედუარდ შევარდნაძის მოგონებები 2019, 9 აპრილი, 14:00 (სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით) მაშინ ირაკლი მენაღარიშვილი იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი . იგი ზუსტად აღნუსხავდა ყოველ ტრაგიკულ შემთხვევას; პატრონობდა დაშავებულებს. სწორედ მისი თანადგომით შეიქმნა 9 აპრილის პირველი საზოგადოებრივი კომისია. სწორედ მაშინ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი, რომ მომწამვლელი გაზი გაუშვეს, საბრძოლო ნიჩბებს და სამხედრო სიცრუეს. ამ დროს ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო, დამეწყნარებინა სიტუაცია თბილისში. არ გამართულიყო დემონსტრაციები, რომ სამხედროებისთვის მიზეზი არ მიგვეცა . ხალხის დაწყნარება იმითაც რთულდებოდა, რომ სამხედროები გამომწვევად იქცეოდნენ .კომენდანტის საათის შემდეგ ყველაზე დიდი ხმაური კინოსტუდიაში იყო. განსაკუთრებით ბობოქრობდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი, კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე :“ შენ როგორ დაუშვი ეს, კიდევ რაღაც გექნება ჩაფიქრებულიო. " მოსკოვში შეიქმნა ტრაგედიის გამოსაძიებელი კომისია, ყველა იკითხებოდა გორბაჩოვის გარდა. ეს საკითხი მერე უზენაეს საბჭოზე გაიტანეს განსახილველად . ყრილობამ მიიღო დადგენილება, სადაც მიტინგის ძალით გამოყენებით დარბევა დაგმობილ იქნა. გორბაჩოვს შემდეგ 9 აპრილის შესახებ აღარ უსაუბრია . ვინ იყო ამაში დამნაშავე, დღესაც პასუხგაუცემელია. 9 აპრილის შემდეგ ყველგან დაიძაბა სიტუაცია . უძლიერესი საბჭოთა კავშირი მაინც მოძალადედ რჩებოდა, რომელსაც მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგია აერთიანებდა . ვერ მოხერხდა, კიდევ კარგი, რომ ვერ მოხერხდა სხვადასხვა ქვეყნების გარუსება. “ პერესტროიკამ " მისცა საშუალება ინტელიგენციებსა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, დაეწყოთ იმ დოკუმენტების გამოქვეყნება და ხალხში გატანა, რომლითაც მტკიცდებოდა მათ ქვეყნებში რუსეთისა და კიმუნისტური მმართველობის არაკანონიერება. სწორედ ამან მისცა ქართველებს 1783 წლის“ გეორგიევსკის ტრაქტატის " და 1920 წლის რუსეთ საქართველოს ხელშეკრულების დარღვევაზე აპელირების საშუალება. 9 აპრილის მოგონებები “ მე მიმალავდნენ " ედუარდ შევარდნაძის მოგონებები სამძიმარი საქართველოს მსოფლიოსგან, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ
რა ხდებოდა 9 აპრილის ღამეს საავადმყოფოებში. რას აცხადებს იური მეჩითოვი
9 აპრილი, გვახსოვდეს ჩვენი ტკივილი “ კომუნისტი" 12.IV. თბილისის პროკურატურა იუწყება
155 შეფასება არ არის
|