საქართველო რა ხდებოდა 9 აპრილის ღამეს საავადმყოფოებში. რას აცხადებს იური მეჩითოვი 2019, 27 იანვარი, 15:01 ტრაგედიის შედეგების კვალდაკვალ ინტერვიუ 1 საავადყოფოდან მიხეილ თეთროქალაშვილი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის 1 ქირურგიის კათედრის დოცენტი, მორიგე ექიმი: 9აპრილს, ჩემი მორიგეობისას, დაახლოებით ღამის ორ საათზე დარეკა მთავარმა ექიმმა არჩილ ბორჯაძემ და გაგვაფრთხილა, რომ ღამით გვეყოლებოდა დიდი რაოდენობით ტრავმირებული ავადმყოფი. საჭირო იქნებოდა კათედრის გამგის და ქირურგების გაიოძეხება. ასევე განყოფილების მომზადება ავადმყოფთა მისაღებად ანალოგიური შეტყობინებები 7 და 8 აპრტლსაც იყო.
ღამის 4 საათის შემდეგ ინტენსიურად იწყეს სასწრაფო დახმარების მანქანებმა დაჭრილების და გვამების მოყვანა. მთავარი ექიმის ბრძანებით, მიმღებ განყოფილებასთან შექმნილი მაღალ კვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული დაკომპლექტებული ბრიგადა სასწრაფო დახმარების მანქპნებშივე ადგენდნენ დაზარალებულთა დაზიანების ხასიათს და შესაბამის განყოფილებაში ათავსებდნენ. იმ საბედისწერო ღამეს კლინიკამ მიიღო 63 დასახიჩრებული მოწამლული და 14 გვამი. დაღუპულთა შორის მხოლოდ ორსღა ეტყობოდა სიცოცხლის უკანასკნელი ნიშნები. დაზარალებულთა უმეტესი ნაწილი ტოქსიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იყვნენ გაბრუებულები. აღენიშნებოდათ გულის რევის შეგრძნება, ჰქონდათ აჟეჟილობები და ჭრილობები. თავის არეში და ტანის ზედა სარტყელში. მათი თქმით. ეს დაზიანებები მიყენებული იყო ხელკეტებითა და სასანგრე ნიჩბებით.
დღეს კლინიკაში კიდევ ერთი გოგონა დაიღუპა, მოწამვლის ნიადაგზე. ერთიც მძიმე მდგომარეობაშია. მისი გადარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი თუ არსებობს. გაზით მოწამლულები მეორე დღეს უფრო მძიმედ შეიქნენ. რადგან მათ ორგანიზმზე შეესხურათ მავნე ნივთიერება. ვახტანგ ფიფია, კათედრის გამგე.
107 1-ს მოსწონს
|